თიბისიმ და EBRD-მა 20 მილიონი აშშ დოლარის ლარში ექვივალენტის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს
ფოტო: თიბისი
თიბისიმ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ადგილობრივი ვალუტით დაფინანსებაზე 20 მილიონი აშშ დოლარის ლარში ექვივალენტის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს. აღნიშნული ფინანსური რესურსი არის EBRD-ისა და ევროკავშირის ერთობლივი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფილია EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის პროგრამით და ის ადგილობრივი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (“MSME”) მდგრადი ინვესტიციების დაფინანსებას მოხმარდება.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და საქართველოში ვიზიტად მყოფმა EBRD-ის პრეზიდენტმა ოდილ რენო-ბასომ. ტრანზაქცია მიზნად ისახავს ადგილობრივი ბიზნესების დაფინანსებას, რათა მათ გააუმჯობესონ თავინათი პროდუქტები და სერვისები ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად და ამით გააძლიერონ კონკურენტუნარიანობა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე. პროგრამა ასევე აერთიანებს, უფასო ტექნიკურ დახმარებას და საგრანტო კომპონენტს, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, EU4Business ინიციატივის ფარგლებში.
"მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთი ხელშეკრულება გავაფორმეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, EBRD-თან, EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის პროგრამის ფარგლებში. უკვე ორ ათწლეულზე მეტია, წარმატებით ვთანამშრომლობთ EBRD-თან და მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენმა პარტნიორობამ მნიშვნელოვანი განვითარების შესაძლებლობა მოგვცა. მოზიდული ფინანსური რესურსი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ისევე როგორც ადამიანების ცხოვრების გამარტივებისთვის, რადგან ის ადგილობრივ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭროს სივრცის (“DCFTA”) ფარგლებში შეთავაზებული შესაძლებლობებით. გარდა ამისა, ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსების უზრუნველყოფა, ხელს შეუწყობს ქართული MSME-ების განვითარებას სავალუტო რისკის წარმოქმნის გარეშე. აღნიშნული საკრედიტო ხაზი დადასტურდა, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დაფინანსების ინსტრუმენტი, ამიტომ გვინდა მადლობა გადავუხადოთ EBRD-ს და ევროკავშირს თიბისისთვის ამ მეტად საჭირო ფინანსური რესურსისთვის", — აცხადებს თიბისის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.
EBRD ის შესახებ:
EBRD არის წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორი საქართველოში. თავისი საქმიანობის დაწყების დღიდან, 5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 270 პროექტში ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში. აღნიშნული ინვესტიციების 81 პროცენტი კი, კერძო სექტორშია განხორციელებული.
ევროკავშირის შესახებ
ევროკავშირი, EU4Business პროგრამის მეშვეობით, 2009 წლიდან მხარს უჭერს საქართველოში მოქმედ კომპანიებს. ევროკავშირი ამაყობს, რომ არის კერძო სექტორის განვითარების ყველაზე დიდი უცხოელი მხარდამჭერი საქართველოში, 50 აქტიური პროექტითა და 320 მლნ. ევროზე მეტი ბიუჯეტით. ამ ძალისხმევის შედეგად: მხოლოდ 2021 წელს საქართველოში 34 000-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა განხორციელდა, რის შედეგადაც დაახლოებით 15000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და მიღებულ იქნა დაახლოებით 120 მილიონი ევროს დამატებითი შემოსავალი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები