საქართველოს ბანკმა MSME ბიზნესის მხარდასაჭერად EBRD -ისგან 20 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესების, განსაკუთრებით კი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით ბანკმა, მის ერთგული და სანდრო პარტნიორისგან - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) 20 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა. მოზიდული თანხა საქართველოს ბანკს მისცემს შესაძლებლობას, ხელი შეუწყოს ადგილობრივ საწარმოებს, რათა ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო გაზარდონ კონკურენტუნარიანობა, განახორციელონ ინვესტიციები საწარმოს მოდერნიზებაში, მათ შორის მწვანე ტექნოლოგიების დანერგვაში.
აღნიშნული დაფინანსება უზრუნველყოფილია EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დაფინანსების ინსტრუმენტია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ასევე საქართველოში, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს შორის. პროგრამის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ ბიზნესებს, გააუმჯობესონ კონკურენტუნარიანობა, დააკმაყოფილონ ევროპული სტანდარტები, განახორციელონ ინვესტიციები მწვანე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. პროგრამის ბენეფიტი ასევე გახლავთ ის რომ, დაფინანსების გარდა, ბიზნესები მიიღებენ წამახალისებელ გრანტებს და უფასო ტექნიკურ დახმარებას მაღალი დონის საერთაშორისო კონსულტანტებისგან, რომლებიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, EU4Business ინიციატივის ფარგლებში.
"მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ და მხარი დავუჭიროთ მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს, რათა გაძლიერდნენ, გაფართოვდნენ, გავიდნენ საერთაშორისო ბაზრებზე. დღეს საქართველოს ბანიკსა და EBRD-ის წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი ახალი ეტაპი დაიწყო. EBRD აქტიურად უჭერს მხარს ადგილობრივ ბიზნესებს და ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს ბანკი, 2016 წელს, გახდა პირველი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, რომელიც შეუერთდა EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის პროგრამას. ჩვენი მიზანია, დავაკმაყოფილოთ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების მრავალფეროვანი საჭიროებები და დავეხმაროთ მათ, საკუთარი საქმიანობა მოიყვანონ ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასთან და სტანდარტებთან შესაბამისობაში. ეს დაფინანსება მხარს უჭერს ამ მიზანს და, რაც მთავარია, დიდ აქცენტს აკეთებს გარემოსდაცვით, მწვანე ინიციატივებზე. მინდა მადლობა გადავუხადო EBRD-ის მთელ გუნდს გაწეული ძალისხმევისა და თანამშრომლობისთვის", — განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, სულხან გვალიამ.
"ჩვენ გვაქვს ძალიან გრძელვადიანი თანამშრომლობა საქართველოს ბანკთან, რომელიც 20 წელზე მეტს ითვლის. წლების განმავლობაში ჩვენ ერთად ვმუშაობდით ახალი პროდუქტების განვითარებაზე, დღეს კი ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას 20 მლნ დოლარის ფინანსურ რესურსზე მიკრო მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშესაწყობად. ეს პროგრამა ასევე მოიცავს საგრანტო კომპონენტს, რომელიც ფინანსურად მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ", — განაცხადა EBRD ის პრეზიდენტმა, ოდილ რენო-ბასომ.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის EBRD-ს ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში, 270 პროექტში, 5 მილიარდი ევროს ინვესტიცია აქვს განხორციელებული. ამ ინვესტიციების 81 პროცენტი კი კერძო სექტორზე მოდის.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები