დიმიტრი ხუნდაძე

16 Sep. 2022, 15:57

ელჩის გულწრფელობა კი არ გავზომეთ, "შემოგვეზომა". ოპოზიციის განსხვავებულ აზრს პატივს ვცემო და ჩვენი განსხვავებული აზრი, არა თუ არ მოეწონა, თავდასხმად აღიქვა. ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, იყო თუ არა აშშ ჩართული ევროპარლამენტის მიერ სანქციების შემუშავების პროცესში, კელი დეგნანი პასუხობს, რომ მას არ სურს ევროკავშირის სახელით საუბარი. არადა, გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ რეზოლუცია ამერიკელ პარტნიორებთან ერთად შეიმუშავეს, სადაც ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობაზე იყო საუბარი. ეს მაშინ ხდება, როდესაც ორი თვით ადრე, ამერიკის ელჩმა ბიძინა ივანიშვილი უდიდეს ქველმოქმედად მოიხსენია.

ვეკითხებოდით, შეხვდი თუ არა ბიძინასო და დიდად იუარა, არადა, თურმე შეხვდა და დაგვიმალა, თუ რატომ, მაინც არ გვითხრა. იმალება ის, რაც დასამალია. არ გვითხრა და ნუ გვეტყვის. მთავარია ჩვენ ვამბობთ სათქმელს, რომელიც საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა აქამდე არ იცოდა, ახლა კი იცის.

დღეს ყველაზე ახლოს არის საზოგადოება იმასთან, ჩვენი თავი ჩვენადვე რომ უნდა გვეყუდნოდეს და არა უკვე ნანახ საბჭოთა ან ჯერ არნახულ ამერიკულ მორჩილებასთან. ჩვენი დროშა ყველას უნდა გვერჩივნოს! ჩვენ აუცილებლად გავხდებით რეალურად დამოუკიდებელი, ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო! დიდება ჩვენს გმირებს! დიდება საქართველოს!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…