ვოლოდიმირ ზელენსკი

19 Sep. 2022, 13:20

იზიუმი, ბალაკლია, კუპიანსკი და ხარკოვის რეგიონი არის ტერიტორიები, რომლებიც ჩვენ გავათავისუფლეთ. ეს სიტყვები ახლა ისმის. ყველგან ისმის. 

მარიუპოლი, მელიტოპოლი და ხერსონი, ასევე, ისმის, თუმცა კიდევ უფრო ხმამაღლა გაჟღერდება, როდესაც ჩვენ მათ გავათავისუფლებთ.

დონეცკი, ჰორლივკა და ლუგანსკი — ეს ქალაქებიც გაჟღერდება. ძანკოი, ევპატორია, იალტაც. აუცილებლად. 

ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რაც ჩვენი არაა. მხოლოდ ჩვენი სიტყვები, უკრაინული სიტყვები ჟღერს. ყოველ დილით, ყოველ შუადღეს, ყოველ საღამოს, ყოველ ღამე — 207 დღის განმავლობაში.

ისინი ჟღერს უკრაინის შეიარაღებული ძალების, სპეციალური ოპერაციების ძალების, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, ტერიტორიული თავდაცვის სასაზღვრო დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მთლიანი სისტემის წყალობით დაწყებული ეროვნული გვარდიიდან და პოლიციიდან, დამთავრებული საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მაშველებით დამთავრებული. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…