რა ვიცით ბანკზე თავდამსხმელზე და რას ჰყვებიან მძევლები და თვითმხილველი
ფოტო: კადრები ვიდეოდან
ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს ბანკის ფილიალში თავდამსხმელი რამდენიმე საათის წინ შეიჭრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: შსს-ს ინფორმაციით, შეიარაღებულ
პირს 12 მძევალი ჰყავს აყვანილი.
- ბანკიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ის მძევლებს მისი მოთხოვნების გაჟღერებას, ამბის გავრცელებას აიძულებს და შესასრულებლად დროს იძლევა.
- მედიების ცნობით, მან მძევლები დაახლოებით 11 საათზე აიყვანა — დაზუსტებით რთულია იმის თქმა, როდის დაიწყო მოთხოვნების შესასრულებლად დროის ათვლა, თუმცა, სავარაუდოდ, ულტიმატუმის ვადა უკვე ამოიწურა.
თავდამსხმელს სამხედრო ფორმა აცვია და ნიღაბი უკეთია. კადრებში ჩანს, რომ მას სხეულზე და კარზე, სავარაუდოდ, ბომბები აქვს დამაგრებული, ასევე, მუხლთან აქვს დანა.
- მიუხედავად იმისა, რომ სახე დაფარული აქვს, ისმის მისი ხმა — ის ტერიტორიის დასატოვებლად სხვადასხვა ტრანსპორტს, ასევე, რუსეთის დროშას და ანკესს ითხოვს.
მძევლები: მათი რაოდენობის შესახებ შსს-მ ზუსტი ინფორმაცია 2 საათის წინ გაავრცელა. მედიებში გავრცელებული ცნობით, მათ შორის 2 ბანკის თანამშრომელია.
- მძევლებს უწევთ თქმა, რომ შენობაში ბომბია დამონტაჟებული და წამმზომია ჩართული.
- "როგორც კი კარი გაიღება, აფეთქდებაო", "კარზე არის დამონტაჟებული ბომბი, რომელიც აფეთქდება სადღაც საათსა და ათ წუთში და საათი და 30 წუთია დარჩენილი" — ისმოდა ვიდეოში შენობაში მყოფების ხმა.
- გარდა ამისა, ბოლო ფეისბუქლაივში ჩანს, რომ ერთ-ერთი მძევალი შეუძლოდ გახდა, ორი კი თავდამსხმელს შებოჭილი ჰყავს.
ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ ფანჯარასთან მიდიან პოლიციის ფორმაში ჩაცმული პირები, რომელთაც მძევალი მოუწოდებს, რომ წავიდნენ, რადგან როცა თავდამსხმელი სამართალდამცავებს ხედავს, მათ "ცუდად ექცევა".
- პასუხად პოლიციელი უხეში ტონით ეუბნება: "ქალბატონო, თქვენ გაჩერდით, დაწყნარდით, ძაან ბევრს ნერვიულობთ და დაწყნარდით".
- მან ამ რეპლიკით რამდენჯერმე მიმართა მძევალს, შემდეგ კი შენობაში მყოფ სხვა პირს უთხრა: "ეს ქალბატონი გააჩერეთ".
ოჯახის წევრები: ბანკის თანამშრომლისა და ერთ-ერთი მძევლის მამის თქმით, შვილთან სატელეფონო კომუნიკაცია მხოლოდ ერთხელ ჰქონდა.
- "დაგვირეკა, თავდამსხმელი შემოიჭრაო, მერე კომუნიკაცია საერთოდ არ გვქონია, გაითიშა".
- ერთ-ერთი მძევლის ცოლი ჰყვება, რომ ქმარი ბანკში ფულის გადასახდელად შევიდა. მისივე თქმით, კონტაქტზე ვერ გადის, რადგან ტელეფონი მანქანაში აქვს, ხოლო მანქანამდე არ უშვებენ.
თვითმხილველი: სოფო ნუცუბიძის თქმით ბანკში, შესვლისას თავდამსხმელი მის წინ მიდიოდა და მალევე გასროლის ხმა გაიგო.
- "გვერდით შევედი ავიაბილეთებში და თან იყო ავტომატურად გასროლა, ეგრევე ვინც მოასწრო გამოსვლა... ერთმა გოგომ მოასწრო და მერე დარეკეს პატრულში", — აღნიშნა მან.
შსს-მ დღის განმავლობაში ორი განცხადება გაავრცელა, თუმცა ამ დრომდე მომხდარს არ გამოხმაურებია შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური და არც შემთხვევის ადგილზე გამოჩენილა.
- ქართული ოცნებიდან პირველი მომხდარზე კომენტარი ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა და თქვა, რომ "ასეთი მოვლენები მთელ მსოფლიოში ხდება და მოხდა აქაც".
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით დაიწყო, რაც გულისხმობს:
- მძევლად ხელში ჩაგდებას;
- საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარებას;
ტერორისტულ აქტს; - ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას.
არქივიდან: ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბანკში შეიარაღებული შეჭრისა და ყაჩაღობის მცდელობის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, მათი ნაწილი საქართველოს ბანკში იყო.
- ყველაზე გახმაურებული შემთხვევა ბადრი ესებუას უკავშირდება, რომელმაც ზუგდიდში მძევლები აიყვანა, რამდენიმე საათში კი მძევლებთან ერთად ბანკი დატოვა და გაიქცა.
- შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ესებუა კი თანხასთან ერთად მიიმალა — როგორც შს მინისტრი ყოველ ჯერზე ამბობს, მას ეძებენ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები