Electude — თეგეტა აკადემია USAID-ის მხარდაჭერით სიმულაციურ სასწავლო პლატფორმას ნერგავს
ფოტო: თეგეტა
თეგეტა ჰოლდინგი თანამშრომლებს პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ახალ შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ამ მიზნით, თეგეტა აკადემიაში სიმულაციური, ონლაინ სასწავლო პლატფორმა Electude ინერგება. მისი მეშვეობით შესაძლებელი იქნება მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების აგებულების თეორიული ნაწილის ონლაინ შესწავლა.
თეგეტა აკადემია ინოვაციურ სასწავლო პლატფორმას USAID-ის საგრანტო პროგრამის დამსაქმებლები პროფესიული განვითარებისთვის ფარგლებში ახორციელებს. ონლაინ პროგრამის უპირატესობაა ის, რომ დასაქმებულები გადამზადების პერიოდში სამუშაო პროცესს არ სწყდებიან. ონლაინ სასწავლო პლატფორმის Electude-ის მიზანია, ხელი შეუწყოს კომპანიაში დასაქმებულთა კარიერულ ზრდასა და პროფესიულ განვითარებას.
ფოტო: თეგეტა
ნინო ოხანაშვილი, თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ადამიანური კაპიტალის მართვისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით: "პლატფორმა Electude-ის საშუალებით შესაძლებელია, ავამაღლოთ თანამშრომლის თეორიულ-ტექნიკური ცოდნა. ეს არის მოქნილი ინსტრუმენტი, რომლის მომხმარებელსაც შეუძლია, ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან გაიღრმაოს ცოდნა საავტომობილო მიმართულებით. პლატფორმა საშუალებას გვაძლევს, სწავლებაში ჩავრთოთ ბევრად მეტი თანამშრომელი, ვიდრე საკლასო ტრენინგებით შევძლებდით და ამავდროულად დავზოგოთ ადამიანური და მატერიალური რესურსები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პლატფორმის ქართულ ენაზე თარგმნა ექსკლუზიური უფლებების თანხლებით. დღეის მონაცემებით, ქართულად უკვე ნათარგმნია 230-ზე მეტი მოდული. აქედან 150 კორექტირებული და გასწორებულია თეგეტა აკადემიის მიერ“.
რაც შეეხება უშუალოდ სწავლებას, საგრანტო აქტივობის ფარგლებში, თეგეტა აკადემიაში შემუშავდება 5 ძირითადი სასწავლო კურსი. მათი მეშვეობით თეგეტა მოტორსი 1 წლის განმავლობაში 1 000-მდე თანამშრომლის გადამზადებას გეგმავს.
"Electude-ს საშუალებით, ერთი მხრივ, ვზრდით ახალი ტექნოლოგიების ცოდნას და, მეორე მხრივ, ვცვლით სწავლების ტექნოლოგიებს. აკადემიაში შემოგვაქვს ის ფორმატები, რომლებიც დღეს თანამედროვე სწავლების შემადგენელი ნაწილია", — ამბობს ნინო ოხანაშვილი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ Electude საშუალებას იძლევა, კომპანიამ ყველა თანამშრომელს თანაბრად მისცეს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. ონლაინ პლატფორმა დაეხმარება თეგეტა მოტორსს, ცოდნის ერთნაირად მაღალი სტანდარტი შესთავაზოს გუნდის წევრებს, გეოგრაფიული ადგილსამყოფლის მიუხედავად.
თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია თეგეტა აკადემია 2013 წელს დაარსდა. ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, აქტიურად ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას, ბიზნესისა და ტექნიკური მიმართულებებით. თეგეტა აკადემიის მთავარი მიზანია, დაეხმაროს კომპანიებს თანამშრომლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები