რას ამბობს შსს ქუთაისში ბანკზე თავდასხმის შესახებ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდამსხმელის დაკავების შესახებ ოფიციალური განცხადება სპეცოპერაციის დასრულებიდან, დაახლოებით, 2 საათის შემდეგ გაავრცელა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკში დღეს, დაახლოებით, 11 საათზე შეიჭრა.
- ბანკიდან გავრცელებულ კადრებში ჩანდა, რომ ის მძევლებს მისი მოთხოვნების გაჟღერებას, ამბის გავრცელებას აიძულებდა;
-
სპეცოპერაცია ბანკში შეჭრიდან თითქმის 9 საათის შემდეგ დასრულდა, რის შედეგადაც ერთი პირი დააკავეს, ხოლო მძევლები გაათავისუფლეს.
დეტალები: უწყების ცნობით, საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავეს.
- 12 მძევლის შესახებ აქამდე გავრცელებული ინფორმაცია შსს-მ მხოლოდ ახლა დააზუსტა და აღნიშნა, რომ შეიარაღებულ პირს 14 მძევალი ჰყავდა — მათი ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა;
- შს მინისტრის მოადგილის ცნობით, თავდამსხმელს თან მძიმე შეიარაღება ჰქონდა, რომელზეც ექსპერტიზაა დანიშნული;
- კითხვაზე, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას, რომ დაკავებულია შსს-ს დაცვის პოლიციის მოქმედი ან ყოფილი თანამშრომელი, გრიგოლ ნარსია, ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ "მოქმედი თანამშრომელი არ არის".
თავდამსხმელი თავდაპირველად 2 მილიონ დოლარს ითხოვდა — მან მოგვიანებით მოთხოვნები შეცვალა. მისი ახალი მოთხოვნები მილიონ ნახევარი და ორი მძევლის დატოვება იყო.
- ვიდეოში ისმოდა, სავარაუდოდ, მომლაპარაკებლის ხმა, რომელიც შეიარაღებულ პირს ეუბნებოდა, რომ ლარიდან დოლარში გადახურდავებას დრო სჭირდებოდა;
- ასევე, კადრებში ჩანდა, რომ თავდამსხმელს, სავარაუდოდ, ასაფეთქებელ ნივთიერებაზე თავი მოხსნილი ჰქონდა და იმუქრებოდა, რომ სამართალდამცავების შესვლის შემთხვევაში ააფეთქებს.
შსს-მ დღის განმავლობაში ორი განცხადება გაავრცელა, თუმცა შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური შემთხვევის ადგილას მხოლოდ 5 საათის შემდეგ ჩავიდა.
- ქართული ოცნებიდან პირველი მომხდარზე კომენტარი ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა და თქვა, რომ "ასეთი მოვლენები მთელ მსოფლიოში ხდება და მოხდა აქაც".
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს:
- საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარებას;
- ტერორისტულ აქტს;
- ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას.
არქივიდან: ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბანკში შეიარაღებული შეჭრისა და ყაჩაღობის მცდელობის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, მათი ნაწილი საქართველოს ბანკში იყო.
- ყველაზე გახმაურებული შემთხვევა ბადრი ესებუას უკავშირდება, რომელმაც ზუგდიდში მძევლები აიყვანა, რამდენიმე საათში კი მძევლებთან ერთად ბანკი დატოვა და გაიქცა.
- შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ესებუა კი თანხასთან ერთად მიიმალა — როგორც შს მინისტრი ყოველ ჯერზე ამბობს, მას ეძებენ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები