მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსები ქვეყნიდან გაქცევას ცდილობენ
ფოტო: 7х7 — ჰორიზონტალური რუსეთი
დღეს რუსეთის პრეზიდენტმა, რომელიც თვეების განმავლობაში ირწმუნებოდა, რომ მობილიზაციას არ გეგმავდნენ, "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს ნიშნავს, რომ ასიათასობით მოქალაქეს უკრაინაში ომში მოუწევს ჩართვა.
- პუტინი და შოიგუ ამტკიცებენ, რომ საუბარია მხოლოდ მათზე, ვისაც სამხედრო გამოცდილება აქვს, დაახლოებით 300 000 რეზერვისტზე, თუმცა, პუტინის ხელმოწერილ ბრძანებაში არის საიდუმლო მუხლი, რომელიც, სავარაუდოდ, მათი რაოდენობის გაზრდის საშუალებას მისცემს.
- დასავლელი ლიდერები პუტინის გადაწყვეტილებას შიშის დემონსტრირებად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ამით ნაწილობრივ აღიარა "სპეცოპერაციის" მარცხი.
რა ხდება რუსეთში: როგორც Meduza წერს, ჯერ კიდევ ზაფხულში სამობილიზაციო ბრძანებების დაგზავნა დაიწყო და ახლა მათი მფლობელები ვალდებულნი არიან მივიდნენ სამხედრო აღრიცხვაზე და გაწვევისა და გამოძახების გარეშე.
- პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია იმაზეც, რომ სამხედრო აღრიცხვის ოფისებმა დაიწყეს წვევამდელების გამოძახება.
-
TV Rain-ის ინფორმაციით, სახელმწიფო დუმაში ამბობენ, რომ ქვეყნიდან გასვლაზე შეზღუდვები არ იქნება, თუმცა მობილიზაციას დაქვემდებარებულ მოქალაქეებს მოუწოდეს, არ წავიდნენ დასასვენებლად საზღვარგარეთ.
- უკვე შეიქმნა პეტიცია მობილიზაციის წინააღმდეგ, რომელსაც თითქმის 200 000 ხელმომწერი ჰყავს.
- ციმბირში კი საპროტესტო აქციაც გაიმართა, სადაც რამდენიმე პირი დააკავეს.
გაქცევის მცდელობები: ვინაიდან მობილიზაცია დღეიდან დაიწყო, რუსეთში პანიკაა და მოქალაქეთა ნაწილი ქვეყნიდან თავის დაღწევას დღესვე ცდილობს.
- ადგილობრივი გამოცემები წერენ, რომ რამდენიმე წუთში სრულად გაიყიდა დღევანდელი ბილეთები მოსკოვიდან ერევნის, სტამბულისა და ბაქოს მიმართულებით და თან ბილეთების ფასიც გაიზარდა.
- დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლატვია არ მიიღებს რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც მობილიზაციას გაექცევიან.
- Google Trends-ის მიხედვით, ბოლო 2 დღის განმავლობაში, როცა ვრცელდებოდა ინფორმაცია მობილიზაციის გამოცხადების შესაძლებლობაზე, დიდი ინტენსივობით იგუგლებოდა ფრაზა — "როგორ წავიდეთ რუსეთიდან".
- პარალელურად, რუსულ წყაროებზე უკვე ნახავთ სტატიებს სათაურებით: "სად გავიქცეთ ახლა რუსეთიდან — ქვეყნების სია", "რა უნდა გააკეთო, თუ არ გინდა უკრაინაში ბრძოლა?".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები