6 მსახიობი, რომელსაც თავისი შესრულებული როლი მთელი გულით სძულს
ფოტო: Summit Entertainment / Walt Disney Studios
როცა ჰოლივუდში ახალ ფილმს უშვებენ, შემოქმედებითი გუნდი აქტიურად ერთვება ხოლმე მის პრომოკამპანიაში. ამ დროს ისინი ცდილობენ, მაყურებლები დაარწმუნონ, რატომ ღირს მათი ნამუშევრის ყურება. თუმცა, ზოგჯერ ასე არ ხდება ხოლმე. არაერთი მსახიობი თავისი შესრულებული როლით მაინცდამაინც კმაყოფილი არ დარჩენილა. ის კი არა, ზოგს მთელი გულით სძულს ცნობილი ფილმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო.
1. რობერტ პატინსონი
ფოტო: Summit Entertainment
პატინსონს საყოველთაო პოპულარობა ბინდის საგამ მოუტანა, სადაც მსახიობმა ედვარდ კალენის როლი შეასრულა. თუმცა, კინოვარსკვლავმა არცერთი შანსი არ გაუშვა, რომ მზეზე მობრჭყვიალე ვამპირის პერსონაჟი, ისევე, როგორც მთლიანად ამბავი, მწარედ გაეკრიტიკებინა.
"როცა ბინდი წავიკითხე, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს წიგნი არც უნდა გამოცემულიყო", — ამბობს რობერტი, — "დარწმუნებული ვიყავი, სტეფანი მეიერი თავის თავს ბელას ადგილზე წარმოიდგენდა. ვიფიქრე, ეს ქალი სრულიად შეშლილია და თავის გამოგონილ არსებაზეა შეყვარებული-მეთქი".
თუმცა, წლების შემდეგ, პატინსონის სიძულვილი ოდნავ მაინც განელდა. მსახიობი ახლა ამბობს, რომ საგის გადაღებები თბილად ახსენდება და უხარია, რომ სერია ახალ თაობაშიც ინარჩუნებს პოპულარობას.
2. ჯეიკობ ელორდი
ფოტო: Netflix
სანამ ელორდის მაყურებელი ეიფორიაში შესრულებული როლით გაიცნობდა, მან ცნობილი თინეიჯერული წიგნის ეკრანიზაციაში The Kissing Booth ითამაშა. მის პერსონაჟს, ნოას, ბევრი სასურველ შეყვარებულადაც კი მიიჩნევს, მაგრამ ელორდი ასე არ ფიქრობს.
"ნოა ფლინს ნუ დაემსგავსებით", — აღნიშნავს მსახიობი, — "არ მენდომებოდა, რეალურ ცხოვრებაში ასეთი ვიყო. თქვენც საკუთარი თავი იყავით".
ელორდი ამატებს, რომ ამ როლის გამო თავი მეტისმეტად ბანალურად იგრძნო და ფიქრობდა, ყველასთვის უნდა დაემტკიცებინა, რომ სერიოზული მსახიობი იყო.
3. კეტრინ ჰაიგლი
ფოტო: Universal Pictures
2007 წელს გამოსულ ფილმში Knocked Up ჰაიგლმა ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ითამაშა. მართალია, ეს მისი ყველაზე ცნობილი როლი არაა, მაგრამ მსახიობს მასზე კარგი მაინც არაფერი აქვს სათქმელი.
ჰაიგლის თქმით, ფილმი "ცოტათი სექსისტურია", რადგან მასში ქალები წარმოჩენილები არიან, როგორც "კაპასი, უიუმორო და ნერვიული ადამიანები", ამის საპირწონედ კი, კინოსურათში კაცები "სანდომიანები და მხიარულების მოყვარულები არიან".
ჰაიგლი ასევე აღნიშნავს, რომ ფილმზე მუშაობა ზოგჯერ განსაკუთრებით უჭირდა.
4. ვაიოლა დევისი
ფოტო: DreamWorks Pictures
როცა 2011 წელს ფილმი მოსამსახურე გამოვიდა, კინოსურათი ბევრმა შეაქო. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, ის ზოგიერთმა გააკრიტიკა, რადგან 1960-იანი წლების ამერიკაში შავკანიანი ხალხის პრობლემებზე კი არ ჰყვებოდა, არამედ იმაზე, თუ როგორ ეხმარებოდნენ მათ თეთრკანიანები.
ვაიოლა დევისი ამ ფილმისთვის ოსკარზეც კი იყო ნომინირებული, მაგრამ კრიტიკოსებს მანაც კვერი დაუკრა. მსახიობმა აღნიშნა, რომ მოსამსახურე ერთ-ერთია იმ ფილმთაგან, სადაც მონაწილეობას ნანობს.
"არ მეგულება ადამიანი, რომელმაც მოსამსახურეს ყურებით არ ისიამოვნა", — ამბობს დევისი, — "მაგრამ ასე მგონია, თითქოს საკუთარ თავსა და ჩემს ხალხს ვუღალატე, რადგან იმ ფილმში ვითამაშე, რომელიც სიმართლის მოსაყოლად მზად არ იყო".
5. ჩანინგ ტატუმი
ფოტო: Warner Bros. Pictures
ჩანინგ ტატუმმა საგანგებო რეჟიმიც კი შეიმუშავა, რათა ფილმში Magic Mike თავისი პერსონაჟის განსასახიერებლად "ფორმაში" ყოფილიყო. ამხელა ძალისხმევის გაღების მიუხედავად, მსახიობს ფილმი სულაც არ მოსწონს.
"სიმართლე ითქვას, ეგ ფილმი მძულს", — ამბობს ტატუმი, — "მასში მონაწილეობა, უბრალოდ, მომიწია. სცენარი არაფრად ვარგოდა".
6. ჰალი ბერი
ფოტო: Warner Bros.
მსახიობის თქმით, მთავარი მიზეზი, რატომაც ქალი-კატაში როლის შესრულებას დათანხმდა, ფერადკანიანი ქალის სუპერგმირად წარმოჩენის პრეცედენტის შექმნა იყო. თუმცა, ფილმთან დაკავშირებით ბერის ბევრი პრეტენზია აქვს. მისი თქმით, ყოველთვის ხვდებოდა, რომ "ამბავში რაღაც რიგზე ვერ იყო".
"მახსოვს ვიკამათე კიდეც, რატომ არ შეიძლება ქალმა-კატამ მსოფლიო ისევე გადაარჩინოს, როგორც ბეტმენმა და სუპერმენმა-მეთქი", — იხსენებს ჰალი, — "რატომ უწევს მას მხოლოდ ქალების გადარჩენა სახის კრემის მოქმედებისგან? თუმცა, მე მარტო მსახიობი ვიყავი, რომელიც დაიქირავეს, რეჟისორი არ ვყოფილვარ. ბევრის თქმის საშუალება არც მქონდა".
ამას გარდა, ბერის თავისი როლი, როგორც ჩანს, ისე ეჯავრება, რომ ოქროს ჟოლოს ჯილდოს მიღებასაც კი დათანხმდა. ეს ნახევრად სახუმარო ჯილდო წლის ყველაზე ცუდ ნამუშევრებს ავლენს ხოლმე. თავის სიტყვაში მსახიობმა "მადლობა" გადაუხადა მენეჯერს, ისე ვუყვარვარ, იმ პროექტებში მონაწილეობაზე მითანხმებს, რომლებიც იცის, რომ ნაგავიაო. ამავე სიტყვაში მან მადლობა გადაუხადა კინოკომპანია Warner Bros-საც "საძაგელ, ქაქ" ფილმში როლზე დამტკიცების გამო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები