თეა წულუკიანი

22 Sep. 2022, 16:52


ძეგლთა დაცვის სისტემაში სერიოზული რეფორმა განხორციელდა. ზოგი ამას რეპრესიებს უწოდებს, მაგრამ ორივე რ-ზე იწყება, არა უშავს. რეფორმა გულისხმობს იმას, რომ ის ადამიანები, ვინც ნეპოტიზმით, უცოდინარობის მიუხედავად, მუშაობდნენ სისტემაში, ჩვენ მათ დავემშვიდობეთ, ეს არის ასე.

სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, ოთხ საქმეზე დამდგარია უკვე გადაწყვეტილება და ოთხივე არის სამინისტროს სასარგებლოდ. უარია ნათქვამი სამსახურში აღდგენაზე. მე არ მაქვს კრიტერიუმები რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმის გარდა, ეს არის პროფესიონალიზმი, ეს არის დაუზარლობა. რაც არ უნდა გასაკვირი იყო, გვყავდა ჩვენ ადამიანები, ეუბნები, რომ წადი ამა და ამ ძეგლზე, ამოსულია ხე და მას უბრალოდ ეზარება რომ წავიდეს. ძალიან მრცხვენია, რომ ამაზე მიწევს საუბარი მაგრამ მე ვერ ვმუშაობ ასე და ბოდიშს არ მოვიხდი ამაზე, იმიტომ, რომ მე არ მეზარება შრომა და თანამშრომელი მყავს, რომელსაც ეზარება შრომა და გასაუბრებაზე მეუბნება, რომ სახელმწიფო ვალდებულია შეინახოს. ასეთი სისტემაში ვერ იქნება ის, რომელიც უვლის გელათს და სხვა ძეგლებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…