Riverdale-ის მსახიობს დედის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა შეეფარდა
ფოტო: Andrew Chin / Getty Images; The CW
რაიან გრანთამს, რომელიც გახმაურებულ ამერიკულ სერიალ რივერდეილში მონაწილეობდა, სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა მას შემდეგ, რაც 2020 წელს მან საკუთარი დედა მოკლა. მსახიობს განაჩენის გამოტანიდან მხოლოდ 14 წლის შემდეგ შეუძლია შეწყალება და ვადაზე ადრე გათავისუფლება მოითხოვოს.
სასამართლომ 24 წლის რაინს ასევე სამუდამოდ ჩამოართვა იარაღის ტარების უფლება. იმ შემთხვევაშიც კი თუ ის ციხიდან ვადაზე ადრე გამოვა და მთელ ცხოვრებას საპატიმროში არ გაატარებს, მას მაინც არასდროს ექნება იარაღის ლეგალურად ტარების უფლება.
რაიან გრანთამმა დედა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, როდესაც ის პიანინოზე უკრავდა. როგორც სასამართლო პროცესიდან ირკვევა, გრანთამი ამ დროს მის უკან იდგა და დედას თავში ესროლა ტყვია. მკვლელობის ჩადენის შემდეგ რაინმა ვიდეოც ჩაწერა, რომელშიც დანაშაულს აღიარებდა და ამასთან ერთად დედის ცხედარიც აჩვენებდა.
ამის შემდეგ რაიანი კანადაში წასვლასა და პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს, მოკვლას გეგმავდა, თუმცა გზაში გადაიფიქრა და ვანკუვერისკენ შეტრიალდა და გადაწყვიტა ძალადობა ჩაედინა სკოლაშიც, რომელშიც უწინ სწავლობდა. საბედნიეროდ, ეს გეგმაც გადაიფიქრა და იმავე ღამით ვანკუვერის პოლიციის განყოფილებაში მივიდა და დედის მკვლელობა აღიარა.
როგორც სასამართლო პროცესზე გაირკვა, მკვლელობის ჩადენის წინ რაიანი კლინიკური დეპრესიითა და ძალადობის ჩადენის მოთხოვნილებით იტანჯებოდა.
"მან უამრავი ფსიქოლოგიური კონსულტაცია გაიარა და განიცადა, რაც ჩაიდინა. უჭირდა თვალი გაესწორებინა საკუთარი ქმედებისთვის," — განაცხადა მისმა ადვოკატმა, — "მას იმედი აქვს, რომ შესაძლებლობა მიეცემა თავისი ცხოვრება მიუძღვნას დანაშაულის გამოსყიდვას."
თავად რაიან გრანთამმა კი განაცხადა: "გული მტკივა, როცა ვფიქრობ, რა ცუდად გავფლანგე ცხოვრება. ასეთი საშინელების ჩადენის შემდეგ, რომ ვთქვა 'ვწუხვარ', უაზრობად ჟღერს, მაგრამ მართლა მთელი არსებით ვწუხვარ."
რაიან გრანთამი მონაწილეობდა ისეთ ფილმებშიც, როგორიც Diary of a Wimpy Kid და Becoming Redwood არის.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები