საქართველოს ბანკის მხარდაჭერით UK-Georgia Fintech Forum პირველად გაიმართა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოში პირველად, UK-Georgia Fintech Forum გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტთან ერთად იყო DataFest Tbilisi, საქართველოს ბანკთან და გრანთ თორნთონთან პარტნიორობით.
ფორუმის მიზანი საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ფინტექ ინდუსტრიებს შორის შესაძლო პარტნიორობების განხილვა იყო. ასევე, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროების ქართულ და ბრიტანულ ბაზარზე განვითარების მიმოხილვა და პერსპექტივები.
"საქართველოს ბანკი ფინტექ მიმართულებით და ინოვაციების განვითარების კუთხით ბევრი საინტერესო ღონისძიების პარტნიორია. ეს შეხვედრაც იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროების სპიკერებსა თუ დამსწრე საზოგადოებას უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები გაეზიარებინა ერთმანეთისთვის. მოხარული ვართ, რომ გვქონდა შესაძლებლობა, მხარი დაგვეჭირა ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის, სადაც ჩვენი ქვეყნის ფინტექ ინდუსტრიის შესახებ დაინტერესებულმა ადამიანებმა ბევრი მნიშვნელოვანი და სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს", — აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ფორუმმა ინსპირაციული საუბრებისთვის და პანელური დისკუსიებისთვის თავი მოუყარა გამორჩეულ ექსპერტებს დიდი ბრიტანეთიდან და საქართველოდან. ფორუმი სამი სესიისგან შედგებოდა, რომელზეც ისეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო სპიკერები წარსდგნენ, როგორებიც არიან:
- მაიკ კინგი, საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტის მთავარი ოპერაციული დირექტორი, ინვესტიციების ხელმძღვანელი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით;
- რობინ ბათლერი, Sturgeon Capital-ის პარტნიორი;
- ნიშ კოტეჩა, FinBoot-ის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე;
- ალპეშ ბ პაიტელი, საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტის ტრანზაქციების სპეციალისტი;
- ბრაიან ზენგი, კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
ღონისძიებაზე მომხსენებით ასევე წარსდგნენ: გიორგი კინწურაშვილი — საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსი; დავით კიკვიძე — Fintech ასოციაციის თავმჯდომარე, ვლადიმერ ებანოიძე — საქართველოს ეროვნული ბანკის FinTech და SupTech განვითარების დეპარტამენტის უფროსი; თორნიკე ასათიანი —Edumentors-ის თანადამფუძნებელი. ფორუმში მონაწილეობა ასევე მიიღეს ისეთმა სტარტაპებმა, როგორიცაა: PAYZE, CNICK და სხვა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები