ბათუმში ოდესის ლიტერატურული ფესტივალი იწყება — ნახეთ პროგრამა
ფოტო: TripAdvisor / Georgian Travel Guide
საქართველო ოდესის VIII საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალს უმასპინძლებს: 2022 წლის 5-8 ოქტომბერს უკრაინული ფესტივალი ქალაქ ბათუმში გაიმართება.
წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და მთელ მსოფლიოზე მისი გავლენა იქნება. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ამ ფესტივალით მეგობრობისა და სოლიდარობის ლიტერატურული ხიდი გაიდება შავი ზღვის ორ მხარეს შორის.
ფესტივალის ფარგლებში ქალაქი ბათუმი უმასპინძლებს უკრაინელ, ქართველ, შვეიცარიელ, რუმინელ, პოლონელ, თურქ და სხვა უცხოელ მწერლებსა და ფესტივალის მონაწილეებს. ფესტივალის პროგრამა აერთიანებს ქართულ-უკრაინული პოეზიის ღონისძიებებს, საბავშვო ლიტერატურულ პროგრამას, ახალი წიგნების პრეზენტაციებს, დისკუსიებს და მთარგმნელობით სემინარებს. ასევე იგეგმება სპეციალური ღონისძიება იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვებისთვის. ყველა ღონისძიებაზე დასწრება უფასო იქნება.
ნახეთ ფესტივალის პროგრამა:
5 ოქტომბერი, ოთხშაბათი
12:00-14:00
თარგმანში დაკარგული და ნაპოვნი — კატია ვოლტერსის მთარგმნელობითი მასტერკლასი. შეხვედრა სტუდენტებისთვის დახურული ღონისძიების სახით ჩატარდება. კატია ვოლტერსი მონაწილეობას მიიღებს ონლაინ. მოდერატორი მარიამ კორინთელი იქნება. შეხვედრა ქართულ ენაზე ჩატარდება.
მისამართი: ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 32-ე აუდიტორია, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
16:30-18:00
“TÜK” / საუბარი არტ ანტონიანთან (უკრაინა) – ღონისძიება ონლაინ, უკრაინულ ენაზე ჩატარდება. მისი მოდერატორი იულია სუშჩენკო იქნება. შეხვედრას შეგიძლიათ უყუროთ პირდაპირ ეთერში.
19:00-19:30
ფესტივალის გახსნის ცერემონია — ცერემონია გაიმართება ქართულ, უკრაინულ და ინგლისურ ენებზე. გახსნის ცერემონიას შეგიძლიათ ბათუმის საზაფხულო თეატრში, ცენტრალურ ბულვარში დაესწროთ ან თვალი პირდაპირ ეთერში მიადევნოთ.
19:30-20:30
დისკუსია პულიცერის პრემიის მფლობელ ავტორთან, ისტორიკოს ენნ ეპლბაუმთან (აშშ) — დისკუსიაში ენნ ეპლბაუმი მონაწილეობას მიიღებს ონლაინ.
დისკუსია ქართულ, ინგლისურ და უკრაინულ ენებზე ჩატარდება და მისი მოდერატორი მაია ფანჯიკიძე იქნება. დისკუსიას შეგიძლიათ ბათუმის საზაფხულო თეატრში დაესწროთ ან თვალი პირდაპირ ეთერში მიადევნოთ.
20:45-22:30
ქართულ-უკრაინული პოეზიის საღამო
I ნაწილი — პაატა შამუგია, ოსტაპ სლივინსკი, გიორგი ლობჟანიძე, ჰალინა კრუკი;
II ნაწილი — დმიტრო ლაზუტკინი, ნიკა ჯორჯანელი, რაულ ჩილაჩავა, ჰალინა პეტროსანიაკი, ია კივა. დმიტრო ლაზუტკინი მონაწილეობას მიიღებს ონლაინ
პოეზიის საღამოს მოდერატორი ეკა ქევანიშვილი იქნება. საღამო ქართულ და უკრაინულ ენებზე ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართება. პოეზიის საღამოს შეგიძლიათ პირდაპირ ეთერშიც უყუროთ.
6 ოქტომბერი, ხუთშაბათი
11:00-12:00
შეხვედრა უკრაინელ საბავშვო მწერალ ჰალინა ვდოვიჩენკოსთან და წიგნის "36 და 6 კატა" წარდგენა
მისამართი: ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, 26 მაისის ქუჩა 31
ენა: უკრაინული.
12:00-13:00
შეხვედრა საბავშვო მწერალ თათია ნადარეიშვილთან და წიგნის "თინას ჰყოფნის გამბედაობა" წარდგენა — დახურული ღონისძიება მოსწავლეებისთვის. შეხვედრა ბათუმის I საჯარო სკოლაში ქართულ ენაზე გაიმართება.
13:15-14:30
მივწეროთ წერილი უკრაინას — თათია ნადარეიშვილის სემინარი ბავშვებისთვის — დახურული ღონისძიება მოსწავლეებისთვის
მისამართი: ბათუმის I საჯარო სკოლაში ქართულ ენაზე გაიმართება.
16:00-17:00
წერის ხელოვნება / დისკუსია ჰალინა პეტროსანიაკთან (უკრაინა) — მოდერატორი: პაატა შამუგია.
ენა: ქართული / უკრაინული
მისამართი: ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სააქტო დარბაზი, რუსთაველის/ ნინოშვილის ქ. 32/35
18:00-19:00
ონლაინ ღონისძიება "სამი თოკი მერისთვის"/ საუბარი სერჰი ოსოკასთან (უკრაინა) — მოდერატორი: სვიტლანა ბონდარი.
შეხვედრა უკრაინულ ენაზე გაიმართება. შეხვედრას შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში უყუროთ.
19:00-20:30
ქალების ხმები: ომის დღიურები
მონაწილეობენ: ეკატერინე ტოგონიძე, ჰალინა კრუკი (უკრაინა), თამთა მელაშვილი, ია კივა (უკრაინა). მოდერატორი — მაია ფანჯიკიძე.
შეხვედრა ბათუმის საზაფხულო თეატრში ქართულ და უკრაინულ ენებზე გაიმართება. შეხვედრას შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში უყუროთ.
20:30- 21:30
დასავლეთის გაუაზრებელი პაციფიზმი
მონაწილეები: შტეფან ტვარდოხი (პოლონეთი), ლაშა ბუღაძე. მოდერატორი — ლაშა ბაქრაძე.
შეხვედრა ბათუმის საზაფხულო თეატრში ქართულ და ინგლისურ ენებზე გაიმართება.
21:30- 22:30
წერის ხელოვნება / დისკუსია ფილიპ ფლორიანთან (რუმინეთი) და იაკუბ მალეცკისთან (პოლონეთი) — მოდერატორი: გიორგი მასალკინი.
დისკუსია ბათუმის საზაფხულო თეატრში ქართულ და ინგლისურ ენებზე გაიმართება.
7 ოქტომბერი, პარასკევი
12:00-13:00
შეხვედრა საბავშვო მწერალ თათია ნადარეიშვილთან და წიგნის "თინას ჰყოფნის გამბედაობა" წარდგენა — დახურული შეხვედრა მოსწავლეებისთვის.
შეხვედრა სკოლა ევრო-2000-ში ქართულ ენაზე გაიმართება.
13:15-14:30
მივწეროთ წერილი უკრაინას — თათია ნადარეიშვილის სემინარი ბავშვებისთვის
დახურული შეხვედრა მოსწავლეებისთვის სკოლა ევრო-2000-ში ქართულ ენაზე გაიმართება.
18:00-19:00
წერის ხელოვნება / დისკუსია მიურიელ პიკთან (შვეიცარია) და ლუკას ბერფუსთან (შვეიცარია) — დისკუსიაში ავტორები მონაწილეობას მიიღებენ ონლაინ, ხოლო მოდერატორი პაატა შამუგია იქნება.
დისკუსია ქართულ და გერმანულ ენებზე ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართება. დისკუსიას შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში უყუროთ.
19:00-20:00
ახალი ლექსები — დისკუსია სერჰი ჟადანთან (უკრაინა)
სერჰი ჟადანი მონაწილეობას მიიღებს ონლაინ, მოდერატორი კი რატი ამაღლობელი იქნება. დისკუსია ქართულ და უკრაინულ ენებზე ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართება. დისკუსიას შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში უყუროთ.
20:00- 21:00
სიმართლის ინტერპრეტაცია — დისკუსია კარლ რიუმანთან (შვეიცარია)
მოდერატორი: ლაშა ბაქრაძე
ენა: ქართული / გერმანული
მისამართი: ბათუმის საზაფხულო თეატრი, ცენტრალური ბულვარი
21:00-22:30
თანამედროვე ევროპული პოეზიის საღამო
მონაწილეები:
I ნაწილი — ნორბერტ ჰუმელტი (გერმანია), ნიკა ჯორჯანელი, ეკა ქევანიშვილი;
II ნაწილი — გიორგი ლობჟანიძე, ერნესტ ვიხნერი (გერმანია), რატი ამაღლობელი.
მოდერატორი: პაატა შამუგია
ენა: ქართული / გერმანული
პოეზიის საღამოს შეგიძლიათ დაესწროთ შემდეგ მისამართზე: ბათუმის საზაფხულო თეატრი, ცენტრალური ბულვარი ან თვალი მიადევნოთ პირდაპირ ეთერში.
8 ოქტომბერი, შაბათი
14:00-15:00
ომის ლექსიკონი — დისკუსია ოსტაპ სლივინსკისთან (უკრაინა)
მოდერატორი: ეკა ქევანიშვილი
ენა: ქართული / უკრაინული
დისკუსიას შეგიძლიათ დაესწროთ შემდეგ მისამართზე: ბათუმის საზაფხულო თეატრი, ცენტრალური ბულვარი ან უყუროთ პირდაპირ ეთერში.
15:00-16:00
ცხოვრება ნგრევის დროს — დისკუსია ზაზა ბურჭულაძესთან და იური ანდრუხოვიჩთან (უკრაინა)
დისკუსიაში ავტორები მონაწილეობას მიიღებენ ონლაინ, ხოლო მოდერატორი მედეა მეტრეველი იქნება. შეხვედრა ქართულ და უკრაინულ ენებზე ჩატარდება.
დისკუსიას შეგიძლიათ დაესწროთ ბათუმის საზაფხულო თეატრში ან უყუროთ პირდაპირ ეთერში.
16:00-17:00
ბუჩა. სტუმრად შინ — დისკუსია ოლეჰ კოცარევთან (უკრაინა)
მოდერატორი: ეკა ქევანიშვილი
ენა: ქართული / უკრაინული
მისამართი: ბათუმის საზაფხულო თეატრი, ცენტრალური ბულვარი.
შეხვედრას შეგიძლიათ უყუროთ პირდაპირ ეთერში.
17:00-18:30
დისკუსია: როგორი იქნება მსოფლიო უკრაინაში ომის შემდეგ?
მონაწილეები: ლაშა ბუღაძე, იური ანდრუხოვიჩი (უკრაინა), რატი ამაღლობელი, ჰალინა კრუკი (უკრაინა), პაატა შამუგია, ია კივა (უკრაინა). იური ანდრუხოვიჩი მონაწილეობას მიიღებს ონლაინ
მოდერატორი: ლაშა ბაქრაძე
ენა: ქართული / უკრაინული
მისამართი: ბათუმის საზაფხულო თეატრი, ცენტრალური ბულვარი.
შეხვედრას შეგიძლიათ უყუროთ პირდაპირ ეთერში.
20:00-21:00
ახალგაზრდა ბათუმელი პოეტების საღამო — დასკვნითი ღონისძიება
მონაწილეები: გენრი დოლიძე, როინ აბუსელიძე, დიანა ნაკაიძე
მოდერატორი: მარიამ კორინთელი
ენა: ქართული
მისამართი: ბათუმის საზაფხულო თეატრი, ცენტრალური ბულვარი
შეხვედრას შეგიძლიათ უყუროთ პირდაპირ ეთერში.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები