ვოლოდიმირ ზელენსკი

25 Sep. 2022, 11:43

უკრაინა თითოეულ რუს ჯარისკაცს, ვინც ტყვედ ჩაბარდება, 3 გარანტიას აძლევს. პირველ რიგში, თქვენ მოგექცევიან ცივილიზებულად, ყველა კონვენციის შესაბამისად. მეორე, ვერავინ გაიგებს რა გარემოებებში დანებდით, რუსეთში არავის ეცოდინება, რომ თქვენი ჩაბარება ნებაყოფლობითი იყო. და მესამე, თუ თქვენ გეშინიათ რუსეთში დაბრუნების და თავად არ გსურთ გაცვლა, ჩვენ ვიპოვით გზას ამის უზრუნველსაყოფად.

უკრაინა ყველაფერს გააკეთებს თავისი გამარჯვებისთვის. და რუსეთის ყველა მოქალაქემ უნდა გაიგოს: არანაირი ხრიკი არ დაეხმარება ოკუპანტს. მე გპირდებით.

ეს მიმართვა უკრაინის პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც დეზერტირობას და ტყვედ ჩაბარებას 10 წლამდე პატიმრობით სჯის. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…