თოდუას კლინიკის კარდიოლოგის რეკომენდაციები მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებს
ფოტო: თოდუას კლინიკა
ჰიპერტენზია — იგივე მაღალი არტერიული წნევა, ზოგადად, მხოლოდ ერთი კონკრეტული დაავადების მიერ არ არის გამოწვეული. არტერიული ჰიპერტენზია საკმაოდ საყურადღებო დაავადებაა, რომელიც ნელა, ხშირად შეუმჩნევლადაც ვითარდება რამდენიმე წლის განმავლობაში.
არტერიული ჰიპერტენზია უმეტესად დამოუკიდებელი დაავადებაა, თუმცა შესაძლებელია, გამოწვეული იყოს თანმხლები დაავადებებით, როგორც მეორადი სიმპტომი თირკმელების, მათი სისხლძარღვების დაავადებით, ენდოკრინული პათოლოგით, მაღალ არტერიულ წნევას ასევე იწვევს გულსისხლძარღვთა დაავადებები. ასეთ შემთხვევებში, როგორც პროფესიონალი კარდიოლოგები გვეუბნებიან, აუცილებელია ზუსტი დიაგნოზის დასმა, რათა ექიმმა შესაბამისი დანიშნულებით სწორად მართოს პაციენტი.
ამ პათოლოგიის მკურნალობის მიმართულებით რა შესაძლებლობები აქვს თოდუას კლინიკას და როგორ ხდება პაციენტების მართვა, ასევე რამდენად მნიშვნელოვანია მაღალი წნევის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ექიმისთვის მიმართვა და არა ხალხური მეთოდებით სარისკო თვითმკურნალობის ჩატარება, თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის კარდიოლოგი, კარდიოექოსკოპისტი თამარ ჭიხორია მოგვითხრობს.
რა დაავადებაა ჰიპერტენზია და რა იწვევს მის ასე ფართოდ გავრცელებას პოპულაციაში?
— არტერიული ჰიპერტენზია წარმოადგენს სისხლის მიმოქცევის სისტემაში არტერიული წნევის გახანგრძლივებულ და მყარ მატებას. იგი ძირითადად წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებას.
ამ დაავადების ფართოდ გავრცელება ძირითადად დაკავშირებულია სხვადასხვა ფაქტორთან: პაციენტის ასაკი, ოჯახური ანამნეზი — გენეტიკური ფაქტორი, სქესი, რასა, მწეველობა, შაქრიანი დიაბეტი, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, მჯდომარე ცხოვრების წესი, ქოლესტერინის მაღალი დონე, მარილის ჭარბი მოხმარება.
საქართველოს მოსახლეობა რამდენად მიდრეკილია ამ პათოლოგიისკენ — პირობითად, თუ შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში ლიდერთა შორისაა, საშუალო რისკია, თუ დაბალი?
— საქართველოში ჰიპერტონიული დაავადების მქონეთა რიცხვი ბოლო წლებთან შედარებით გაორმაგდა და დაკავშირებულია როგორც ცხოვრების წესთან, ასევე რისკ ფაქტორებთან. ამას პოპულაციის მიდრეკილებას ვერ დავარქმევთ.
ადამიანთა უმრავლესობა, ვინც ჰიპერტენზიას — მაღალ არტერიულ წნევას უჩივის, დღემდე ხალხური მეთოდებით ცდილობს მასთან გამკლავებას. რატომ არის აუცილებელი, რომ მაღალწნევიანმა ადამიანმა სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართოს ექიმს?
— ხალხური მეთოდებით ვერ იქნება მიღწეული შესაბამისი ადეკვატური შედეგი, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს გამწვავება და არტერიული ჰიპერტენზიის სხვადასხვა გართულებები, რის გამოც მნიშვნელოვანია არტერიული წნევის ნაადრევი დიაგნოსტირება და პრევენცია.
რა შესაძლებლობები აქვს თოდუას კლინიკას ამ პათოლოგიის სამკურნალოდ ან სამართავად? რა უფრო მნიშვნელოვანია ჰიპერტენზიის სწორად მართვისთვის — მაღალი კვალიფიკაციის ექიმი, თანამედროვე ტექნიკური შესაძლებლობები, თუ ორივე სინქრონში?
— თოდუას კლინიკის ვერის ფილიალი აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, რომელიც მოიცავს ყველა საჭირო სერვისს არტერიული წნევის ამბულატორიული მართვისა და მონიტორინგისთვის, როგორც სადიაგნოსტიკო საშუალებებით, ასევე ლაბორატორიული სერვისით, მნიშვნელოვანია როგორც კვალიფიციური ექიმი, ასევე სწორი კვლევის ჩატარება.
როგორია ჰიპერტენზიის პრევენცია? რა ღონისძიებებითაა შესაძლებელი მისი განვითარების თავიდან აცილება?
— პირველ რიგში, არტერიული ჰიპერტენზიის პრევენციას წარმოადგენს ცხოვრების ჯანსაღი წესი — ფიზიკური აქტივობა, სუფრის მარილის დაბალი შემცველობა, წონის კლება, კოფეინის ზომიერი მოხმარება, მინერალური სასმლის შეზღუდვა.
როგორია ჰიპერტენზიის დიაგნოსტირების პროცესი? რა სადიაგნოსტიკო მეთოდები გამოიყენება დიაგნოზის დასასმელად?
— იმისათვის, რომ დაისვას სწორი დიაგნოზი და შეირჩეს შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა, ხშირად საჭიროა წნევის 24-საათიანი მონიტორინგი, ასევე რიგი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, რაც სრულიად შესაძლებელია თოდუას კლინიკაში.
ამ საშიშ დაავადებასთან მიმართებაში საზოგადოების ცნობიერებას როგორ შეაფასებდით, რამდენად სერიოზულად აღიქვამს ხალხი მაღალ არტერიულ წნევას?
— არტერიული წნევის მომატებას უჩივის ზრდასრული მოსახლეობის 20-30%. ასაკთან ერთად მისი გავრცელება იმატებს და 65 წელს გადაცილებულებთან 50-60%-ს აღწევს. თუმცა, ხშირად, ამ დაავადების სირთულე სათანადოდ არ აღიქმება, რასაც თან სდევს შემდგომში დაავადების პროგრესირება.
ჰიპერტენზიის გავრცელების სეგმენტები რომ მიმოიხილოთ, რომელია უფრო სარისკო ასაკობრივი და სქესობრივი ჯგუფები?
— არტერიული წნევის ნორმა 120/80 მმ ვწყ სვ-ია, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, ახალგაზრდებისა თუ მოხუცებისთვის, ქალებისა თუ კაცებისთვის. ასე რომ, წნევის ასაკობრივ ნორმაზე ლაპარაკი ზრდასრულ პაციენტებთან მიმართებით მცდარია.
არტერიული წნევის მატება კაცებში უფრო ადრეულ ასაკში იწყება. 50 წლამდე ჰიპერტენზია სწორედ კაცებში ჭარბობს, ამაზე უფროსი ასაკის პაციენტები კი უმეტესად ქალები არიან.
რა სიმპტომებით გამოიხატება არტერიული ჰიპერტენზია?
— არტერიული ჰიპერტენზიის კლინიკურ გამოვლინებას წარმოადგენს: თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა, ყურებში ხმაური, სუნთქვის გაძნელება, გულისრევის შეგრძნება, ტაქიკარდია (გულისცემის აჩქარება), კიდურების დაბუჟება და გაციება.
ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტი შესაძლებელია ვერ გრძნობდეს წნევის ციფრების მომატებას.
ექიმთან დროული მიმართვიანობა რამდენად მნიშვნელოვანია უკეთესი შედეგის მისაღებად და არასასურველი შედეგების თავიდან ასარიდებლად?
— პაციენტმა არტერიული წნევის მომატების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, შეასრულოს რეკომენდაცია და, რაც მთავარია, თვითნებურად არ შეწყვიტოს მკურნალობა, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს დაავადების გამწვავება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები