QS (Quacquarelli Symonds) განათლების საერთაშორისო გამოფენაზე
ფოტო: LEAF
განათლების ცენტრ LEAF-ის ორგანიზებითა და ესპანურ IE University-თან, The Academy of Mathematics and Science-სა და ამერიკულ უნივერსიტეტ The Global American University, Schiller-თან თანამშრომლობით, 2022 წლის 8 ოქტომბერს 12 საათიდან 17 საათამდე სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 20 უნივერსიტეტს 18 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. ისინი ასევე შეძლებენ, პირადად გაესაუბრონ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო შეკითხვები. ამასთან გამოფენაზე იქნებიან LEAF-ის კონსულტანტები.
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF არის 150-ზე მეტი უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი საქართველოში.
განათლების გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://logos.edu.ge/leaf/
ფოტო: LEAF
განათლების ცენტრი LEAF არის საერთაშორისო ორგანიზაცია QS-ის (Quacquarelli Symonds) პარტნიორიც. ამ თანამშრომლობის ფარგლებში საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, მარტივი სააპლიკაციო პროცედურით გაგზავნონ განაცხადები დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ევროპის, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის პარტნიორ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში. რაც მთავარია, LEAF აღნიშნულ მომსახურებას სრულიად უფასოდ გაგიწევთ.
QS (Quacquarelli Symonds) არის საერთაშორისო ანალიტიკური ორგანიზაცია, რომელიც იკვლევს უმაღლეს განათლებას მსოფლიოში. ის ცნობილია უმაღლესი განათლების რეიტინგებით — QS World University Rankings — რომლებშიც მსოფლიოს 1 300-ზე მეტი უნივერსიტეტი მონაწილეობს. 2004 წლიდან მოყოლებული QS აგროვებს მონაცემებს უნივერსიტეტების მუშაობის შესახებ და ქმნის ყველაზე მრავალფეროვან და შედარებად მონაცემთა ბაზებს. ის კვლევის საშუალებით ასევე სწავლობს მომავალი სტუდენტების მოტივაციას, პრიორიტეტებსა და სურვილებს. QS-ის მისიაა, საგანმანათლებლო მიზნების მიღწევით, დაეხმაროს მოტივირებულ ადამიანებს მათი კარიერული მიზნებისკენ სწრაფვაში.
2022-2023 აკადემიური წლიდან QS განათლების კონსულტანტებს შესთავაზებს თავის სააპლიკაციო სისტემას QS Apply, რომლის საშუალებითაც მსურველები შეძლებენ, სააპლიკაციო განაცხადები გაგზავნონ მსოფლიოს ცნობილ უნივერსიტეტებში. აპლიკანტებს შეეძლებათ, განაცხადი გააკეთონ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა:
- ბიზნესი და მართვა
- ინჟინერია და ტექნოლოგიები
- სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა
- კომპიუტერული მეცნიერებები
- ხელოვნება, დიზაინი და მედია
- სამართალი
- ფარმაცია
- ეკონომიკა
- არქიტექტურა
QS Apply-ის საშუალებით განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია გაერთიანებული სამეფოს ისეთ უნივერსიტეტებში, როგორებიცაა:
- Queen Mary University of London
- Oxford International College
- Queen's University Belfast
- University of Brighton
- University of Bristol
- University of Essex
- University of Exeter
- University of Liverpool
- University of Westminster
- University of York
- University of Glasgow
- University of Bristol
- University of Bath
- Royal Holloway, University of London
- Nottingham Trent University
- Manchester Metropolitan University
- London South Bank University
- Kings London
- Istituto Marangoni in London
- Durham University
სწავლის საფასური განსხვავდება უნივერსიტეტისა და სწავლის საფეხურის მიხედვით. უნივერსიტეტებისა და პროგრამების შერჩევა ხდება აპლიკანტთა აკადემიური მონაცემებისა და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.
როგორც ვთქვით, განათლების საერთაშორისო გამოფენაზე თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, პირადად შეხვდეთ ცენტრის კონსულტანტებს და გაესაუბროთ მათ. ღონისძიება სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში, 8 ოქტომბერს, 12 საათიდან საღამოს 5 საათამდე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ მასზე დასასწრებად საჭიროა სარეგისტრაციო ფორმის შევსება ბმულზე: https://logos.edu.ge/leaf.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები