თეა წულუკიანი

28 Sep. 2022, 23:37

დავიწყოთ იმით, რომ, პირველ რიგში, უნდა გაკეთდეს ადეკვატური შეფასებები, რაც ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულია და კიდევ მრავალჯერ გაკეთდება. ეს რასაკვირველია, არის დაუშვებელი და მე ვიტყოდი, შეუწყნარებელი ფაქტი, ვინაიდან, ეს არ არის მხოლოდ უკანონობა. ეს არის ის, რასაც ჩვენი სახელმწიფო უბრალოდ არ შეიწყნარებს.

რეაგირება, რასაკვირველია, იქნება. პირველ რიგში, ჩვენი შესაბამისი კომპეტენტური უწყების მხრიდან, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროა. მაგრამ, ფაქტია, რომ თუ ეს იყო დაგეგმილი, რომ ამ ამბავს შეუმჩნევლად ჩაევლო, რბილად რომ ვთქვათ, ვერ ჩაივლის. რას ველოდებით ძნელი სათქმელია. უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი წლის მანძილზე, მიუხედავად იმისა, იქნებოდა ეს სხვადასხვა სურვილები თუ რჩევები, ლუკაშენკო ყოველთვის ინარჩუნებდა მყარ პოზიციას და არაღიარების პოლიტიკას უერთდებოდა და მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისად, გასარკევევია პირველ რიგში, მას შემდეგ, რაც ჩვენ ვამბობთ, რომ მისი საქციელი დაუშვებელია და ჩვენ ამას არ შევეგუებით, რა არის ეს? ეს არის ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში, თუ არა. მაგრამ, ამ თემაზე, ალბათ, სჯობს, რომ შესაბამისმა უწყებამ ისაუბროს.

ეს უნდა გამოირკვეს, ერთჯერადი აქტიც რომ აღმოჩნდეს, ეს არის დაუშვებელი. მაგრამ, არის თუ არა ეს რაღაცის შესავალი ეს გამოსარკვევია და რასაკვირველია, ზომებიც იქნება მისაღები შესაბამისი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…