ტერაბანკის პროდუქტები ახალი სასწავლო წლისთვის
ფოტო: ტერაბანკი
ტერაბანკი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის კონკრეტულად მათთვის განკუთვნილი საბანკო პროდუქტების — ჯუნიორ ბარათისა და გრძელვადიანი სტუდენტური სესხის შეთავაზებას ახალ სასწავლო წელს კვლავაც აგრძელებს. ორივე პროდუქტი კომფორტული, მოქნილი ფუნქციონალით გამოირჩევა და მომხმარებლებს საბანკო მომსახურებით სარგებლობას მაქსიმალურად უმარტივებს.
ჯუნიორ ბარათი მშობლისთვის მოსწავლის ფინანსების მართვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა. პლასტიკური ბარათის სასურველი თანხით შევსების შემდეგ მოსწავლე ფულს ბანკომატით ან ფილიალში გაინაღდებს, შეძლებს, გადაიხადოს სავაჭრო ობიექტებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სკოლის სასადილოში. მშობელი კი შესრულებულ ტრანზაქციებს ინტერნეტბანკით ან SMS-ით გააკონტროლებს. ბარათის მოთხოვნა უფასოა და მასზე ტერაბაიტების დაგროვებაცაა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ ბარათზე ვრცელდება უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი: ანგარიში მხოლოდ ლარში იხსნება. ამასთან, იგი დაბლოკილია მაღალი რისკისა და აზარტული თამაშების საიტებისთვის. ჯუნიორ ბარათი გაიცემა 6-18 ასაკის პირებზე, მშობლის ან მეურვის მიერ მოზარდის დაბადების მოწმობის ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით. პროდუქტის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
ჯუნიორ ბარათის პარალელურად, ტერაბანკი საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე შექმნილი პროდუქტის, სტუდენტური სესხის შეთავაზებასაც აგრძელებს. მისი დახმარებით, მსურველებს საშუალება აქვთ, ფულადი რესურსის არქონის შემთხვევაში, განათლება თავად დაიფინანსონ, გრძელვადიანი სესხის დაფარვა სწავლის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ დაიწყონ, ეს პერიოდი კი მთლიანად დასაქმებისთვის გამოიყენონ.
აღსანიშნავია, რომ პროდუქტის უპრეცედენტო პირობა საშეღავათო პერიოდია, რომელიც 60 თვემდე ვადით გრძელდება. სწავლის პერიოდთან ერთად, იგი დამატებით 12 თვესაც მოიცავს და სტუდენტების საჭიროებებთან მაქსიმალურ თანხვედრაშია. ამას გარდა, სესხის აღება დამოუკიდებლად, მშობლების თანამონაწილეობის გარეშეა შესაძლებელი.
სტუდენტური სესხის პროგრამა ათასწლეულის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და განკუთვნილია ქვეყანაში მოქმედი, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი და პროფესიულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან. დაფინანსების პროცესში პრიორიტეტი საბუნებისმეტყველო და საინჟინრო (STEM) სპეციალობებს ენიჭება. პროგრამაში გაერთიანებულია შემდეგი უნივერსიტეტები: ილია სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი. პროდუქტის შესახებ დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს.
ტერაბანკისთვის მოქნილი, მრავალფუნქციური სასწავლო პროდუქტების შეთავაზება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ამ კუთხით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები