როგორ გავაიაფოთ და გავამარტივოთ ყურძნის მოსავლის აღება? – აგროსფეროსა და მეღვინეობა ხარების მაგალითი
ფოტო: მეღვინეობა ხარება/აგროსფერო
ის, რომ აგრომეურნეობის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი თანამედროვე ტექნიკისა და მიდგომების გამოყენებაა და მასში ინვესტიციის ჩადება ნამდვილად ღირს, დავის საგანს აღარ წარმოადგენს. წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება იმ ქართველ ფერმერთა რიცხვიც, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს ეცნობიან და მათ თავიან მეურნეობაში ნერგავენ. ამ გზით კი, იმარტივებენ ყოველდღიურ საქმიანობას, ზრდიან მოსავლის ოდენობასაც და საბოლოო პროდუქტის ხარისხსაც.
ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი მეღვინეობა ხარებაა. კომპანიის წარმოება უახლეს ევროპულ ტექნოლოგიებს ემყარება, რაც მეურნეობის სწრაფად განვითარებასა და ზრდას უზრუნველყოფს. დღეს ის 30-მდე სახეობის ვაზის ჯიშისგან 50-ზე მეტი დასახელების პროდუქტს ქმნის.
თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში მეღვინეობა ხარებას წლებია პარტნიორობას აგროსფერო უწევს. ის აცნობს ღვინის მწარმოებელს მოწინავე ტექნოლოგიებს, ეხმარება საჭირო ტექნიკის შერჩევა-შეძენაში, მიწოდებასა და პროდუქტის რესურსის სრულად ათვისებაში.
მეღვინეობა ხარებასა და აგროსფეროს თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი, მეურნეობაში ვენახის კომბაინის დანერგვაა. სპეციალური დანადგარი ყურძნის მოსავლის აღების პროცესს ავტომატიზებულს ხდის, რაც ამცირებს მუშახელის საჭიროებას, მოსავლის აღების ხანგრძლივობას და, მეტიც, ეხმარება ყურძნის დაუზიანებლად მოკრეფასა და კიდევ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნაში. როგორც მეღვინეობა ხარებას კახეთის რეგიონის მთავარი აგრონომი, ანზორ მღებრიშვილი ამბობს, ვენახის კომბაინმა მოსავლის აღების ხარჯები 8-9-ჯერ გააიაფა.
ფოტო: მეღვინეობა ხარება/აგროსფერო
მეღვინეობა ხარებამ აგროსფეროს რეკომენდაციით არჩევანი PELLENC-ის ფრანგული წარმოების ვენახის კომბაინზე შეაჩერა. ის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის აგროტექნიკის მწარმოებელია და ინდუსტრიაში ლიდერი პოზიცია უკავია. რადგანაც მოლოდინებმა გაამართლა, წელს მეღვინეობა ხარებამ PELLENC-ის კიდევ ერთი კომბაინი შეიძინა, რომელსაც დამატებით სელექციური ხაზი აქვს, რისი საშუალებითაც ყურძნის მარცვლები კლერტისგან, ტოტებისა და ფოთლებისგან 99.87%-ით იწმინდება და ნაყოფის კლერტსაცლელ დანადგარში დამუშავება საჭირო აღარაა. კომბაინის ეს ფუნქცია შესაძლებელს ხდის, ღვინის წარმოების პროცესი ყურძნის საწარმოში ტრანსპორტირებისთანავე დაიწყოს.
ვიდეოში დეტალურად გაიგებთ ვენახის კომბაინის უპირატესობებზე, მისგან მიღებულ სარგებელსა და თანამედროვე აგროტექნიკის დანერგვის მნიშვნელობაზე
აგროსფერო მეღვინეობა ხარებასთან პარტნიორობის მსგავს წარმატების მაგალითებს უკვე თითქმის ორი ათეული წელია ქმნის. ის აგრობიზნესში 2005 წლიდან მოღვაწეობს და მალევე გახდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის უმსხვილესი დისტრიბუტორი საქართველოში. ამასთან ერთად, კომპანია პარტნიორ ფერმერებს უწევს აგრო-კონსულტაციას, ეხმარება თავიანთ მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასა და მათ ეფექტურად გამოყენებაში.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები