თიბისი კონგის 2022 წლის სამიტზე ფინანსების მიმართულებით საუკეთესო ინოვატორად დასახელდა
თიბისიმ კონგის API ღრუბლოვანი პლატფორმის 2022 წლის ინოვატორის ჯილდო მიიღო ფინანსების მიმართულებით. ეს ჯილდო იმ გუნდების და ინდივიდების აღიარებაა, რომლებიც ინოვაციებს თავიანთ ორგანიზაციებში API-ების, მიკროსერვისების, ღია კოდის და სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით ნერგავენ. გამარჯვებულები სან-ფრანცისკოში კონგის რიგით მეხუთე სამიტზე დასახელდნენ.
"ჩვენი გუნდისთვის წლის საუკეთესო ინოვატორად დასახელება ისეთი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიისგან, როგორიც Kong-ია, დიდი აღიარება და მოტივაციაა. თიბისის მიზანია, იყოს რეგიონში მოწინავე ტექნოლოგიური კომპანია. შესაბამისად, საკმაოდ კომპლექსურ ტექ ტრანსფორმაციას გავდივართ. Kong-ის გადაწყვეტის დანერგვა კი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ეფექტიანი ცვლილება აღმოჩნდა კომპანიისთვის. ვაგრძელებთ უახლესი საერთაშორისო პრაქტიკების და გადაწყვეტების შემოტანას ჩვენს ციფრულ პროდუქტებსა და სისტემებში, იმისთვის რომ გავუმარტივოთ ჩვენს მომხმარებლებს ცხოვრება", — აცხადებს ბიბი მაცაბერიძე, თიბისის ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორი.
Kong-ის გადაწყვეტის დანერგვამ თიბისიში ინოვაციური პროცესების ოპტიმიზირება შეძლო და ახალი აპლიკაციების გამოშვების დრო 40%-ით შეამცირა. თიბისის სხვადასხვა სისტემების და გუნდების ჩართულობისთვის სჭირდებოდა მოძველებული მიდგომების შეცვლა და უფრო მოქნილი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა. ყოველწლიური API ინოვატორის ჯილდო გამოარჩევს კონგის ეკოსისტემაში ჩართულ პროექტებს, რომლებიც აღნიშნულ ორ მხარეს აკავშირებს ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორებიცაა: Konnect, Kong Enterprise, Kong Gateway, Kuma და Insomnia.
"ციფრული ეკონომიკისთვის ინოვაციების შემოტანა ადვილი საქმე არ არის. შთამაგონებელია თუ შევხედავთ, როგორ აითვისეს წლევანდელმა API Innovator Awards- ის გამარჯვებულებმა API-ები და მიკროსერვისების ინფრასტრუქტურა ამ ცვლილებასთან ადაპტაციისთვის. მოხარულნი ვართ, წარმოვაჩინოთ და დავაჯილდოოთ ეს ადამიანები და გუნდები", — ამბობს მარკო პალადინო, CTO და Kong Inc-ის თანადამფუძნებელი.
Kong არის ღრუბლოვანი API პლატფორმა,რომელიც API დეველოპერების მიერ აღიარებულია, როგორც ყველაზე სწრაფი და ყველაზე მიღებული API Gateway პლატფორმა მსოფლიოში. Kong სერვისები და გადაწყვეტები ფართოდ გამოიყენება როგორც სტარტაპერებისთვის, ასევე, Fortune 500-ში შემავალი კომპანიებისთვის, როგორებიცაა Nasdaq, PayPal, GE, Samsung, Expedia, GlaxoSmithKline, Rite Aid, Moderna, Wayfair და Verifone.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები