IE უნივერსიტეტი საერთაშორისო განათლების გამოფენაზე
ფოტო: le
განათლების ცენტრის ორგანიზებითა და ესპანურ IE University-თან, ამერიკულ The Academy of Mathematics and Science-სა და ამერიკულ უნივესიტეტ The Global American University, Schiller-თან თანამშრომლობით 2022 წლის 8 ოქტომბერს 12:00-დან 17:00 საათამდე სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 20 უნივერსიტეტს 18 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად გაესაუბრონ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები. გამოფენაზე ასევე იქნებიან LEAF-ის კონსულტანტები. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF არის 150-ზე მეტი უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი საქართველოში. საერთაშორისო განათლების გამოფენას წარმოგიდგენთ სოლო. პროექტის მხარდამჭერები არიან: საერთაშორისო აკადემია ლოგოსი და სქულბუქი.
განათლების გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://logos.edu.ge/leaf/
ფოტო: leaf
IE უნივერსიტეტი არის კერძო უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს სეგოვიასა და მადრიდში, ესპანეთში. ის არის ესპანეთის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი, რომელიც მსოფლიოშია ცნობილი მაღალი აკადემიური ხარისხით. IE დაარსდა 1973 წელს, როდესაც IE ბიზნეს სკოლამ მიიღო MBA პროგრამის სტუდენტები. უნივერსიტეტმა რამდენიმე წლის შემდეგ იურიდიული სკოლაც გახსნა. IE-მ საბაკალავრო პროგრამები 2006 წელს დანერგა.
ბაკალავრიატის დონეზე დღეს სტუდენტებს დიდი არჩევანი აქვთ:
- დიზაინი
- ბიზნესი და ეკონომიკა
- სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობები
- სოციალური მეცნიერებები
- ტექნოლოგია
- არქიტექტურა
- მათემატიკა
- კომუნიკაციები და ციფრული მედია
- საერთაშორისო ურთიერთობები
- ფილოსოფია, პოლიტიკა, სამართალი და ეკონომიკა
საბაკალავრო პროგრამებს შორის არის ორმაგი დიპლომის პროგრამაც, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტებს მოემზადონ 2 მიმართულებით.
უნივერსიტეტის სამართლის სკოლა მსოფლიოს ისეთ წამყვან უნივერისტეტებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა: Kings College და Northwestern University.
კონკრეტული ფაკულტეტის სწავლისას, სტუდენტებს საშუალება აქვთ გაცვლითი სემესტრით მოცემული ორი პარტნიორი უნივერსიტეტიდან ერთ-ერთში გააგრძელონ სწავლა.
სამაგისტრო დონეზე სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ მაგისტრის ხარისხი 16 მიმართულებით, ასევე MBA ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი და საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი.
IE უნივერსიტეტი თანამშრომლობს სხვა უნივერსიტეტებთანაც. მაგალითად ამერიკულ ბრაუნის უნივერსიტეტთან ერთად ხორციელდება IE Brown Executive MBA პროგრამა. უნივერსიტეტი პარტნიორობს 100-მდე პრესტიჟულ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან მთელს მსოფლიოში.
უნივერსიტეტს ასევე აქვს სადოქტორო პროგრამა ბიზნესის მიმართულებით.
IE ევროპაში არის მოწინავე დისტანციურ სწავლებაშიც და აქვს ინოვაციური პროგრამები, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაზე სწავლების ენა არის ინგლისური, ხოლო დოქტურანტურაზე — ესპანური.
ყოველ წელს უნივერსიტეტი კარს უღებს 130 სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტს, უნივერსიტეტის სტუდენტთა 75% არა-ესპანელია.
საბაკალავრო პროგრამის წლიური გადასახადი 22 800 ევროა.
ორმაგი საბაკალავრო დიპლომის შემთხვევაში, კი — 25 900 ევრო.
სამაგისტრო პროგრამის საფასური საშუალოდ 33 000 ევროდან 36 000 ევრომდე მერყეობს, თუმცა მაგალითად საერთაშორისო MBA პროგრამის ღირებულება არის: 72 200 ევრო
უნივერსიტეტი დამსახურებულ სტუდენტებს აძლევს დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას. მათ ასევე შეუძლიათ ისარგებლონ სტუდენტური სესხით.
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, პირადად შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს და გაესაუბროთ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში 8 ოქტომბერს შუა დღის 12 საათიდან საღამოს 5 საათამდე. შეუერთდით ღონისძიებას: https://logos.edu.ge/leaf/
LEAF-ის პარტნიორია ცნობილი ბრიტანული კომპანიის QS (Quacquarelli Symonds) საუნივერსიტეტო განაცხადების პლატფორმა QS Student Apply. თანამშრომლობის ფარგლებში საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ მარტივი სააპლიკაციო პროცედურით გააგზავნონ განაცხადები დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, ევროპის, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის პარტნიორ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები