ალექსანდრე ლუკაშენკო

4 Oct. 2022, 16:22

რაც პრეზიდენტად ვმსახურობ, მას შემდეგ ომისთვის ვემზადები. მე არ მომიგონია, რომ თუ მშვიდობა გინდა, მოემზადე ომისთვის. არაერთხელ გავუსვი ხაზი, რომ ჩვენ მინიმუმ ოთხჯერ, მგონი მეხუთედ, მოვახდინეთ ჩვენი სამხედრო ძალების მოდერნიზება, ვარგებთ იმ რეალობას, რომელიც ჩნდება. და პირველ რიგში, ვაკეთებთ შესაბამის დასკვნებს და ვიღებთ გაკვეთილებს იმ ომებისა და კონფლიქტებისგან, რომლებიც მიმდინარეობდა და მიმდინარეობს პლანეტაზე. თქვენ გახსოვთ, დაწყებული უდაბნოში ამერიკის ქარიშხლიდან და უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციით დამთავრებული. ჩვენ ყველა პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით. 

რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას უკრაინაში სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში, ვმონაწილეობთ და ამას არ ვმალავთ. მაგრამ ჩვენ არავის ვკლავთ, ჩვენ სამხედროებს არსად არ ვაგზავნით, არ ვარღვევთ ჩვენს ვალდებულებებს. ჩვენი მონაწილეობა ის არის, რომ არ დავუშვათ ამ კონფლიქტის გავრცელება ბელარუსის ტერიტორიაზე და მეორეც, არ დავუშვათ ბელარუსისთვის დარტყმის მიყენება სამხედრო ოპერაციის საფარქვეშ პოლონეთის, ლიეტუვასა და ლატვიის მხრიდან. როგორც ვამბობდი, რუსებს ზურგში არავინ ესვრის ბელარუსის ტერიტორიიდან. აი, ჩვენი ჩართულობა. 

დიახ, ჩვენ ვმკურნალობთ და ვმკურნალობდით ადამიანებს საჭიროების შემთხვევაში. დიახ, ჩვენ ვაჭმევთ ხალხს და არა მარტო რუსებს. ყველაზე მეტად ვაჭმევთ იმ ლტოლვილებს, ღარიბებს, საცოდავ ხალხს, რომლებიც დღეში დაახლოებით 400-500 მოდიან უკრაინიდან ჩვენთან. აბა, როგორ არ გამოვკვებოთ, როგორ არ ვუმკურნალოთ?! ეს არის ჩვენი მონაწილეობა ამ სამხედრო ოპერაციაში. სხვა არ არის და არც იქნება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…