RSDI – მდგრადი განვითარების სპეციალისტის მნიშვნელობა თანამედროვე რეალობაში
ფოტო: Pixabay.com/geralt
მდგრადი განვითარება დღეისათვის მეტწილად ყველასთვის ნაცნობი ტერმინია, თუმცა, საქართველოში ცოტამ თუ იცის კონკრეტულად რა დატვირთვა აქვს მდგრადი განვითარების სპეციალისტს და ზუსტად რას ეხება მისი საქმიანობა. გლობალური ტენდენციების გათვალისწინებით, ეს პროფესია წლიდან წლამდე უფრო მოთხოვნადი, პოპულარული და კონკურენტულად ანაზღაურებადი ხდება. რეგიონული მდგრადი განვითარების ინსტიტუტის (RSDI) აზრით, ეს ტენდენცია ეტაპობრივად საქართველოშიც იკიდებს ფეხს და სულ უფრო მეტ ორგანიზაციაში გვხვდება მდგრადი განვითარების სპეციალისტები.
მიუხედავად ერთი შეხედვით საკმაოდ ზოგადი სახელწოდებისა, მდგრადი განვითარების სპეციალისტს საკმაოდ მკაფიო და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრია. მაგალითად, სხვადასხვა პროექტის განხორციელებით ან ქცევის ახალი წესების დანერგვით ხელი შეუწყოს გარემოს დაცვას, გააძლიეროს ადგილობრივი საზოგადოებები და გაზარდოს კომპანიის ეფექტიანობა. სპეციალისტის მთავარი იარაღი ტექნოლოგიური ინოვაციები და ღირებულებათა გადაფასებაა.
მდგრადი განვითარების მენეჯერის საქმიანობის უკეთ გასაგებად, საკმარისია გავეცნოთ იმ პროექტების არასრულ ჩამონათვალს, რომელთა განხორციელებაც თანამედროვე მსოფლიოში მარტივ სტანდარტად იქცა:
- კომპანიის ოფისის მზის ელემენტებით აღჭურვა;
- ელექტრო ენერგიის დამზოგველი ტექნიკის შეძენა;
- ნარჩენების გადამუშავებით დამზადებული ნივთების გამოყენება;
- ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვა და ქაღალდის გამოყენების შემცირება;
- თანამშრომლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაცია;
- თანამშრომლებში მრავალჯერადი ნივთების გამოყენების პოპულარიზაცია;
- ადგილობრივი მეწარმეებთან თანამშრომლობის პრიორიტეტიზაცია;
- მცირე და საშუალო ზომის ბიზნესთან თანამშრომლობაზე კონცენტრირება;
- რეგიონებში დასაქმების ადგილების შექმნა;
- რეგიონალური ბიზნესის ფინანსური და სხვა სახის მხარდაჭერა
- თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
- თანამშრომლებისთვის ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა;
- გამწვანებისა და დასუფთავების აქციების ორგანიზება;
- სხვა
ორგანიზაცია, რომელიც მდგრადი განვითარების მენეჯერის მითითებებს ითვალისწინებს და პრაქტიკაში ახორციელებს, არამხოლოდ კომპანიის საქმიანობის მოდელს ხვეწს, არამედ საზოგადოებასა და გარემოზე პოზიტიურად მოქმედებს. RSDI თვლის, რომ მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია პირდაპირ თუ ირიბად ადგილობრივი საზოგადოების გაძლიერებასა და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრას უწყობს ხელს.
დღეისათვის საქართველოში სულ რამდენიმე ორგანიზაცია ასაქმებს მდგრადი განვითარების სპეციალისტებს. RSDI-ს აზრით კი, ბიზნესი მათი დახმარებით ბევრად უფრო მომგებიანი და გარემოზე მორგებული ხდება. ორგანიზაციის აზრით, სამწუხაროდ, პროფესიის არჩევის პროცესში ახალგაზრდების დიდი ნაწილი ამ შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
RSDI-ს აზრით, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან და ტენდენციებიდან გამომდინარე კი მოსალოდნელია, რომ მდგრადი განვითარების სპეციალისტებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება. კონკურენტუნარიანობის და რელევანტურობის შენარჩუნების მიზნით, მნიშვნელოვანია, საქართველოც მზად შეხვდეს გლობალურ პროცესებს. RSDI მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტებმა ხელი უნდა შეუწყონ პროფესიონალი კადრების ჩამოყალიბებას, ხოლო კერძო სექტორმა უფრო ფართო მასშტაბით აითვისოს მათი რესურსი.
გლობალური მიზნების კვირეულის ფარგლებში, რეგიონული მდგრადი განვითარების ინსტიტუტი ახორციელებს პროექტს - ახალგაზრდები მდგრადი ცვლილებებისთვის. პროექტი მხარდაჭერილია გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის - Dekabristen e.V.-ისა და SOIN - Social Innovation Network-ის მიერ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები