ირაკლი ღარიბაშვილი

4 Oct. 2022, 18:35

ყველა ადამიანს აქვს სრული უფლება, მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც თავად მიაჩნია. ჩვენ ასე გვესმის დემოკრატია. ჩვენ ვართ დემოკრატიული საზოგადოება. ჩვენ მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ პლურალიზმს, სხვადასხვა იდეის, იდეოლოგიის განვითარებას და საბოლოო ჯამში, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი არის მისთვის მისაღები.

ჩვენ გვქონდა გუნდის შიგნით საუბარი ამ საკითხებზე და ჩვენ მათ ვუთხარით, რომ არ ვეთანხმებით მათ პოზიციებს და ეს ღიად დავაფიქსირეთ. ვუთხარით, რომ მიუღებელი იყო მათი ასეთი ფორმით გამოხატულება მათი პოზიციების.

ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, ნაწილი ტერიტორიების არის ოკუპირებული და ჩვენ გვჭირდება მეტი ძლიერი პარტნიორი და მოკავშირე. ჩვენ გვჭირდება ყველასთან ძალიან კარგი, ძლიერი ურთიერთობა, მით უმეტეს, ჩვენს მთავარ პარტნიორებთან, აშშ-სთან, ევროკავშირის წარმომადგენლებთან.

[...] ჩვენ ვართ გამიჯნული, რა თქმა უნდა. ისინი თავად გაგვემიჯნენ, ამით ყველაფერია ნათქვამი. მათ შორის, პოზიციებთან დაკავშირებით გვაქვს განსხვავებები და ამიტომ ვართ გამიჯნულები.

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულ დეპუტატებს დღეს ახალი წევრები შეუერთდნენ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…