ჰელსინკის კომისია: რუსეთისთვის სანქციების გაგრძელება ყველასთვის მომგებიანია
ევროპაში რუსეთის მზარდ აგრესიას დასავლეთმა გაერთიანებული ძალისხმევით უნდა უპასუხოს - ასეთია რუსეთის და პოსტ საბჭოთა სივრცის მკვლევარების შეფასებები. ექსპერტებმა რუსეთის სამხედრო აქტივობებზე შეერთებული შტატების სენატში, ჰელსინკის კომისიაში იმსჯელეს.
პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მმართველობის ქვეშ რუსეთი სისტემატიურად არღვევს უსაფრთხოების იმ საერთაშორისო შეთანხმებებს, რომლებიც ცივი ომის დასრულების შემდეგ შეიქმნა, ამბობენ ექსპერტები. რუსეთის მიერ მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ხელყოფაზე პასუხად, ექსპერტები ამერიკის მთავრობას ევროპასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ.
"განსაკუთრებით საგანგაშოა რუსეთის მხრიდან ფარული მეთოდების გამოყენება, რასაც ჩვენ რუხი ზონების ოპერაციებს ვუწოდებთ. ეს მოიცავს სეპარატისტების მხარდაჭერას, კიბერ შეტევებს და ასევე კორუმპირებული რეჟიმების შეიარაღებას. რუსეთის მიერ ამ მეთოდების გამოყენება ევროპაში იზრდება. და ეს არ ეხება მხოლოდ მის უშუალო სამეზობლოს, არამედ ვრცელდება დასავლეთ ევროპაზეც," ამბობს მაიკლ კარპენტერი, თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე.
კარპენტერის თქმით, ევროპაში პრეზიდენტ ტრამპის პირველი ვიზიტი გაცნობითი ხასიათისაა, თუმცა პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა გაიგოს თუ რამდენად სერიოზულია რუსეთის მცდელობები ევროპაში: "ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. შეერთებულმა შტატებმა უფრო აქტიური როლი უნდა ითამაშოს"
ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელი რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერსი ამბობს, რომ შეერთებულმა შტატებმა ევროპის იმაში დარწმუნება უნდა შეძლოს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შენარჩუნება ყველა მხარისთვის მომგებიანი ნაბიჯი იქნება.
"რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნების საკითხი დიპლომატიური მისიაა. ამერიკის მთავრობამ, სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპელ კოლეგებს კარგად უნდა აუხსნას, რომ ამ საქმეში ჩვენ ერთიანი პოზიცია გვაქვს, რომ სანქციები მომგებიანი იქნება ყველასთვის, არა მხოლოდ შეერთებული შტატებისთვის, ნატოსთვის და ევროპის კავშირისთვის, არამედ თავად რუსი ხალხისთვისაც. რუს ხალხს ვუსურვებ მთავრობას, რომელიც აღიარებს თავისუფლების პრინციპებს."
"ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი კი ამბობს, რომ განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ აღმოსავლეთ ევროპის ნატოს არაწევრ ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო და უკრაინა.
"შემაშფოთებელია რუსეთის ქმედებები საქართველოში, უკრაინასა და დასავლეთ ბალკანეთში. რუსეთის შესაჩერებლად დასავლეთმა - იქნება ეს ევროკავშირი თუ შეერთებული შტატები - უფრო მეტი უნდა გააკეთოს, უფრო ახლო თანამშრომლობაა საჭირო."
ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთზე და მის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე საუბარი იქნება მაისის ბოლოს ბრიუსელში, როცა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპის კავშირის და ნატოს ლიდერებს შეხვდება, თუმცა ექსპერტებს სანქციების გამკაცრების მოლოდინი არ აქვთ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები