ირაკლი კობახიძე

6 Oct. 2022, 16:12

მე არ მახსენდება არცერთი თავდასხმა ამერიკის ელჩზე, გარდა ორისა. ორი გამონაკლისი იყო — ერთი ეკუთვნოდა ნიკა გვარამიას და მეორე ნიკანორ მელიას. მათ ჰქონდათ ასეთი გამონათქვამები, მათ შორის, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, სხვა თავდასხმა მე უბრალოდ არ მახსენდება. შესაბამისად, არ ვიცი, ვის გულისხმობდა ის, მას უნდა ჰკითხოთ. მაგრამ მე ასე ვიტყოდი, რომ თავდასხმა იყო მხოლოდ ორი — ნიკანორ მელია, გვარამია.

[...] ჩვენ რომ ვფიქრობდეთ, რომ ისინი თავს ესხმიან ელჩს, ისინი აზიანებენ ურთიერთობებს და ასე შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გვექნებოდა გამიჯვნა. მე შეგახსენებთ, რომ მათ დაიწყეს ყველაფერი კითხვების დასმით, მერე კითხვებს არ გაეცა პასუხი და მერე მოჰყვა ამას მათი ინტერპრეტაცია. ეს, რა თქმა უნდა, არ არის თავდასხმა. საქართველო ამაყობს იმით, რომ 2012 წლის შემდეგ, ჩვენ გვაქვს გამოხატვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება აქტუალურია არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებშიც.

განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მიუხედავად იმისა, რომ ანტიდასავლური მოძრაობის წევრები ქართული ოცნებიდან წასვლის შემდეგ ვრცელ წერილებს აქვეყნებენ და თავს ესხმიან აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს, მმართველი პარტია ამას არ აღიარებს. დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ბონი ჯენკინსმაც ეს განცხადებები თავდასხმად შეაფასა და აღნიშნა, რომ ის დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემის ნაწილია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  2. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  3. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  4. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
  5. 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…