ანა ნაცვლიშვილი

6 Oct. 2022, 17:49

ძალიან არ მინდა, რომ ეჭვი შევიტანო თქვენს მიერ გადმოცემულ ფაქტებში, მაგრამ ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს. აი, ეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა საქართველოს მოქალაქეებმა როდის უნდა იგრძნონ? ვერ გრძნობენ საქართველოს მოქალაქეები ამას. 

აი, ასე კარგად რომ იყოს ქვეყანაში მდგომარეობა, როგორც ახლა თქვენ გვიყვებოდით, ისტორიულ მაქსიმუმზე არ იქნებოდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც საქართველოდან გარბის, კი არ მიდის, გარბის ოჯახებიანად.

ასე კარგად რომ იყოს საქართველოში მდგომარეობა, ისტორიულ მაქსიმუმზე არ იქნებოდა ქვეყნის ვალი, რომელსაც ჩვენ ვერ გადავიხდით, რამდენი წელიც არ უნდა ვიცოცხლოთ, ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს მოუწევთ გადახდა იმდენი მილიარდია უკვე დაგროვილი. 

ისტორიულ მაქსიმუმზე არ იქნებოდა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა და ამ რაოდენობაში ძალიან ბევრი ადამიანი არ შედის, იმიტომ, რომ არასწორად ითვლება, ვის ენიჭება ქულები და სასაცილო ადამიანების გამო კარგავენ ადამიანები სტატუსს და არ ითვლებიან ამ ბაზაში. გაცილებით მეტია საქართველოში სოციალურად დაუცველი, ვიდრე ოფიციალური სტატისტიკა ამას აჩვენებს. 

ანუ, ცოტა გაოცებული ვარ იმ სიმშვიდით და თავდაჯერებულობით, რომელიც შენგან გამოსჭვიოდა. მე არ ვიცი, მე მიკვირს, ამიტომ ველი, რომ როცა დაბრუნდებით ტრიბუნასთან იქნებ გამოწვევებზეც ისაუბროთ, იმ გამოწვევებზე, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეები ვეღარსად ვეღარ ემალებიან. თუ მოქალაქე ვერ გრძნობს ეკონომიკურ ზრდას ე.ი. ის არ არსებობს, ამიტომ ნუ მოვიტყუებთ თავს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…