მამუკა მდინარაძე

6 Oct. 2022, 18:13

მე შემიძლია ვთხოვო ნებისმიერს, ჩვენს პარტნიორს, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომ ასეთი ზოგადი განცხადებების ნაცვლად, მოდით, ხომ არ ჯობია გავაკეთოთ ერთი განცხადება მაინც, რომელიმე იმ განცხადებაში, რომელსაც ისინი გულისხმობდნენ, რა იყო ტყუილი. 

[...] ჩვენი თუ ჩვენი უმრავლესობის წევრების და ხალხის ძალის წარმომადგენლების არცერთ მათ კონკრეტულ წინადადებაზე, კითხვაზე, განცხადებაზე, რომ აი, ეს მართალია ან ინტერპრეტირებულია, ჩვენ ჯერ განცხადება არ მოგვისმენია, სამწუხაროდ. ეს ტოვებს სივრცეს, რომ შემდეგ ზოგადად ჩვენ, ჩვენმა მეგობრებმა ერთმანეთში დისკუსია გავმართოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის დეზინფორმაცია, თუ არ არის. ბევრ რაღაც არის კულისებში, რაზეც ჩვენ სამწუხაროდ ვერ ვლაპარაკობთ. ძალიან ვთხოვ ყველას, ჩვენს მეგობრებს განსაკუთრებით, ისეთ განცხადებებს, რომლებსაც პასუხად შეიძლება მოსდევდეს რაღაცების კულისებიდან გამოტანის აუცილებლობა რაღაცების, ჩვენს მიმართ ასე ნუ გააკეთებენ.  

აცხადებს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი. დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ბონი ჯენკინსმა განაცხადა, რომ ელჩზე, კელი დეგნანზე თავდასხმები შემაშფოთებელია და ეს დეზინფორმაციის დიდი სქემის ნაწილია. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…