ალექსეი რეზნიკოვი

7 Oct. 2022, 13:34

სად არის თქვენი დესანტი? თქვენ იცით. თქვენი მედესანტეები ახლაც იღუპებიან დნეპრის მარჯვენა ნაპირზე. მათ თავისი საქმე იციან, მაგრამ ვიღაცამ კრემლში გადაწყვიტა გარდაუვალ სიკვდილზე მათი გაგზავნა. რატომ ხდება ასე? ყველაფერი მარტივადაა. თქვენ მოგატყუეს და გიღალატეს.

გპირდებოდნენ იოლ გასეირნებას, მაგრამ ხაფანგში გაგიშვეს, სისხლით იხდით ვიღაცის ფანტაზიებისა და ცრუ მიზნებისთვის. ახლა ისინი არ გისმენენ, რადგან ახლა შენი მოსმენა შეცდომების აღიარებას ნიშნავს. მოსკოვს კი სიმართლე არ მოსწონს. მათთვის უფრო ადვილია იმის თქმა, თუ როგორ დაიღუპეთ გმირულად NATO-ს გამოგონილ ჯართან ბრძოლაში. [...]

ჩვენი პრეზიდენტი თავის არმიასთან ერთადაა. და სად არის თქვენი? თქვენ იცით, რომ უკრაინაში არავის ათავისუფლებთ. თქვენ ანადგურებთ ქალაქებს, სადაც სულ ცოტა ხნის წინ კეთილ მეზობლებად გთვლიდნენ და რუსულად ლაპარაკობდნენ. დღეს კი, მტრობა დაითესა მომავალ თაობებშიც. ბევრი თქვენგანი უკვე მიხვდა, რომ სიმართლის გამო სიკვდილისთვის არ გაგზავნეს. იქნებ, ამიტომ იმალება თქვენი [პრეზიდენტი] ბუნკერში? მას ეშინია თქვენი გამოფხიზლების, ზიზღის და სამართლიანი რისხვის.

გეტყვით, რა იქნება შემდეგ — ათასობით რუსი ბიჭი დაიღუპება და კიდევ უფრო მეტი დარჩება ხელ-ფეხის გარეშე. [...]

ჩვენ გარანტიას ვაძლევთ სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და სამართლიანობის ყველას, ვინც დაუყოვნებლივ უარს იტყვის ბრძოლაზე. და იქნება ტრიბუნალი მათთვის, ვინც კრიმინალური ბრძანებები გასცა. თქვენ მაინც შეგიძლიათ იხსნათ რუსეთი ტრაგედიისგან, ხოლო რუსული არმია დამცირებისგან. მაგრამ დრო გადის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…