ნინო ლომჯარია

7 Oct. 2022, 13:46

გასულ წელს სახალხო დამცველი მუდმივად იყო ორგანიზებული დეზინფორმაციის კამპანიის, პოლიტიკური თავდასხმების და მუქარის სამიზნე მმართველი პარტიის ლიდერების თუ წარმომადგენლების, მმართველ პარტიასთან დაკავშირებული და აფილირებული პირების და მედიასაშუალებების მხრიდან. ასევე, აპარატის წარმომადგენლები 2020 წლის მსგავსად, 2021 წლის დასაწყისშიც გახდნენ ორგანიზებული სიტყვიერი თავდასხმის და მუქარის ობიექტები სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე.

ჩვენ გავეცანით თავდასხმის ერთ-ერთ დღეს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე დაარქივებულ ვიდეომასალას, რომელიც ადასტურებს, რომ პატიმრების მცირე ჯგუფის მხრიდან განხორციელებული უკანონო ქმედებები, პირდაპირ ან ირიბად ციხის ადმინისტრაციის მხრიდან იყო ორგანიზებული და მათთან კოორდინირებული. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა ამ დრომდე დანაშაულში მონაწილე კონკრეტული პირების ბრალეულობა არ არის გამოკვეთილი. 

განაცხადა სახალხო დამცველმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას. ლომჯარიას თქმით, სამწუხაროა, რომ შარშანდელი ანგარიშის წარდგენმა 2022 წლის ბოლოს უწევს, რადგან იქ მნიშვნელოვან პრობლემებზეა საუბარი. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  4. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  5. საქართველოში მიწისძვრა მოხდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?

მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით მოდულური სასკოლო დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.…