თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა
თიბისი კაპიტალმა ღონისძიებაზე — შესაძლებლობები და რისკები დიდი ცვლილებების დროს, განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა. შეხვედრაზე, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, ძირითადი მაკრო-პარამეტრების უახლესი დინამიკა და პროგნოზები განიხილეს. ასევე, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ბიზნესსექტორთან დაკავშირებული მიმდინარე ტენდენციები და სამომავლო მოლოდინები.
თიბისი კაპიტალის განახლებული პუბლიკაციის თანახმად, ტურიზმის აღდგენის შენელება, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მიგრაციის ეფექტმა დააბალანსა. 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის მოლოდინი 10.6%-ია. 2023 წლის საბაზო სცენარით კი, წინა წლების მაღალი ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით, ზრდა 3.9%-ს შეადგენს.
ექსპორტის, იმპორტის, ტურიზმისა და გზავნილების ბალანსის აღდგენასთან ერთად, ლარიც გამყარდა. ინფლაციის შემცირებასთან ერთად, მონეტარული პოლიტიკის შერბილება მომდევნო წლიდანაა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ ძლიერი დოლარის პერიოდი სავარაუდოდ მომდევნო წლიდან ეტაპობრივად დასრულდება. ამავდროულად, ლარის სეზონური გაუფასურების მოლოდინები მიმდინარე კურსში უკვე ასახულია.
2022 წელს ტურიზმის ყველა პარამეტრი საგრძნობლად გაუმჯობესდა. თუმცა, 2022 წლისგან განსხვავებით, 2023 წელს ტურისტული შემოსავლების აღდგენა უმეტესწილად ტურისტული ფაქტორების გაუმჯობესებით იქნება განპირობებული და არა მიგრაციით. ასევე, 2023 წელს საერთაშორისო ტურისტებისგან მიღებული შემოსავლები, მიგრაციის ეფექტის გათვალისწინების გარეშეც, სრულად აღდგება.
2022 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების ძირითადი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა. გასაყიდი ფასი, 2021 წელთან შედარებით, 27%-ით გაიზარდა, ქირის ფასი კი — 79%-ით. ამ ტენდენციის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორებია მიგრაცია, გაცვლითი კურსი და სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდა. საცხოვრებელი უძრავი ქონების გაქირავების ბაზარი დაკორექტირდება, ვინაიდან, ახლა ფასების ზრდა დროებითი ფაქტორითაა გამოწვეული.
მიგრანტებისგან მოთხოვნა ძირითადად გაქირავების ბაზარზე მოდის. 2023 წელს მიგრანტებზე გაყიდული ბინების — 12%, გაქირავებული ბინების კი 18% მოვა.
2022 წელს კომერციული უძრავი ქონების სექტორში ქირის ფასი 2019 წლის მაჩვენებლებს გადააჭარბებს, რაც გაზრდილი ეკონომიკური აქტივობითაა განპირობებული.
რაც შეეხება ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებს, 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ჯამური ტვირთბრუნვა, 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 5%-ითაა გაზრდილი. აღნიშნულ პერიოდში საავტომობილო გზით — 13.5 მილიონი ტონა ტვირთი, რკინიგზით კი 6.8 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა.
2022 წლის II კვარტალში სატრანზიტო გადაზიდვები 29%-ით გაიზარდა. ზრდა, უმეტესწილად, თურქეთზე, რუსეთზე, უზბეკეთსა და ყაზახეთზე მოდის.
თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები