ნინო ლომჯარია

7 Oct. 2022, 18:12

გაგახსენებთ, რატომ გავაკეთე ეს განცხადებები და კითხვას სვამთ, რომ როგორ მივეცი ჩემს თავს უფლება, რომ ასეთი განცხადებები გამეკეთებინა. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ რბილი იყო კიდევ განცხადებები, უფრო მეტის თქმაც შეიძლებოდა იმ ვითარებაში, იმიტომ, რომ ბატონი კობახიძე, რომელიც არის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გამოვიდა და საპარლამენტო ტრიბუნიდან დაემუქრა საქართველოს სახალხო დამცველს და მის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფს, რომ დადგებოდა ჩვენი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ ჩვენ ვიცავდით ადამიანის უფლებებს.

მე ვფიქრობ, სწორედ მას არ ჰქონდა ამის თქმის უფლება და მან ძალიან ბევრი უფლება მისცა საკუთარ თავს, როდესაც ეს განცხადება გააკეთა და რა თქმა უნდა, მე არა მარტო ჩემს მანდატს, არამედ დავიცავ ყველა იმ ადამიანს ყველა ფორმით, რომელიც სახალხო დამცველის მანდატის ქვეშ ახორციელებს უფლებადაცვით საქმიანობას, ამიტომ კარგი იქნებოდა, გაგახსენებინათ, კობახიძეს რა განცხადებას მოჰყვა ჩემი ეს კომენტარი. 

ნინო წილოსანმა დღეს ნინო ლომჯარიას ჰკითხა, ვინ მისცა უფლება, რომ "ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ძალის ლიდერს, თავმჯდომარეს ლეგიტიმაციას უწუნებთ ან კითხვის ნიშნის ქვეშ" დაეყენებინა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…