ჯუანშერ ბურჭულაძე

7 Oct. 2022, 20:56

მე ერთი რამე მინდა, რომ გაიაზროს ჩვენმა საზოგადოებამ: ბატონი ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი ქმნის საქართველოში მთლიან შიდა პროდუქტს. მისი კაპიტალის 80% ხმარდება იმ საქმეებს, რასაც ჩვენი ფულით უნდა ვაფინანსებდეთ ჩვენი მოსახლეობა.

ასე, რომ ყველამ უნდა გაიაზროს ეს, საქართველოს მოქალაქემ, თუ სხვამ, რომ ამ თანხებით... მითუმეტეს იცით, რომ განსხვავებულ რეჟიმში მოექცა ეს თანხები და მოხმარდება, ქართუ ფონდიდან დაფინანსდება. 

ეს არის ჩვენი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს ფული, შეგვიძლია ასე ვთქვათ თამამად. ასე რომ, თუ ამის უკან რაიმე განზრახვაა, ამ თანხების უკანონოდ მითვისების, ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ეს არის ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში მონაწილე კაპიტალი და მინიმუმ, ყველას შინაგანი პროტესტი გვქონდეს.

ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ, ბიძინა ივანიშვილსა და შვეიცარულ ბანკს შორის დავაზე დასმულ კითხვას ტელეკომპანია იმედის ეთერში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…