ზელენსკი G7-ის სასწრაფო შეხვედრას ითხოვს
ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტვიტერზე დაწერა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: დილიდან მთელს უკრაინაში განგაშის სიგნალია გააქტიურებული და ინტენსიურად იბომბება არაერთი ქალაქი და ოლქი.
- რუსეთი ფრონტის ხაზზე წარმატებას ვერ აღწევს და უკან დახევა უწევს, როგორც ჩანს, შურისძიება მშვიდობიანი მოსახლეობის და საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვით გადაწყვიტეს, მათი სამიზნეა ინფრასტრუქტურული ობიექტებიც.
- არსებობს ვარაუდი, რომ ეს პასუხია ყირიმის ხიდის აფეთქებაზეც, რაც კრემლისთვის მძიმე პოლიტიკური დარტყმა იყო.
დეტალები: ზელენსკის თქმით, მან სთხოვა გერმანიის კანცლერს, რომელიც ამჟამად G7-ს თავმჯდომარეობს, სასწრაფოდ მოიწვიოს ჯგუფის შეხვედრა 10 ოქტომბერს, უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმების გამო.
- "დაგეგმილია ჩემი გამოსვლა, რომელშიც ვისაუბრებ რუსეთის ფედერაციის ტერაქტებზე", — წერს ზელენსკი.
- უკრაინსკა პრავდას ცნობით, ზელენსკიმ შოლცთან რუსეთზე ზეწოლის გაზრდა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დახმარებაც განიხილა.
სარაკეტო იერიშის სამიზნე გახდა ქალაქი ზაპოროჟიე, რომელიც დიდი ხანია ინტენსიურად იბომბება. დედაქალაქი კიევი და მისი შემოგარენიც. ასევე:
- ლვოვის, ოდესისა და ხარკოვის ოლქები.
- ქალაქები დნეპრი, ნიკოლაევი, ჟიტომირი და ხმელნიცკი.
კიევში თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ რაკეტები ქალაქის ცენტრში მდებარე საბავშვო პარკს და მუზეუმებს მოხვდა, დაზიანებულია ფილარმონიის შენობაც.
- ასევე, დაიბომბა ცნობილი შუშის ხიდი და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია.
- ამ ეტაპზე ქალაქში სარკინიგზო მოძრაობა შეზღუდულია, მეტროები კი ისევ თავშესაფრად გამოიყენება.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მტერი დაისჯება იმ ტკივილისა და ტანჯვისთვის, რაც უკრაინელ ხალხს მიუტანა და ამისთვის სამაგიეროს აუცილებლად გადაიხდიან.
- თავდაცვის მინისტრის რამდენიმე საათის წინანდელი ინფორმაციით, რუსებმა 75 რაკეტა ისროლეს, რომლიდანაც 41-ის ჩამოგდება მოახერხეს.
- "ყოველთვის გახსოვდეთ: უკრაინა იყო ამ მტრის გამოჩენამდე, უკრაინა იქნება მის შემდეგ", — თქვა უკრაინის პრეზიდენტმა და დაბომბვის შემდეგ კიევის ცენტრიდან გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები