საქართველოს უძრავმა ქონებამ გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის დახმარებით $35 მლნ-ის ობლიგაციები წარმატებით განათავსა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს უძრავმა ქონებამ (m2-ის მფლობელი კომპანია) წარმატებით გამოუშვა და განათავსა $35 მილიონის 2-წლიანი ობლიგაციები. აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს უძრავი ქონებისა და გალტ & თაგარტისთვის რიგით მეშვიდე, ხოლო საქართველოს უძრავი ქონებისა და თიბისი კაპიტალისთვის პირველი ერთობლივი წარმატებული განთავსებაა, რაც საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას უწყობს ხელს. ამასთან, ეს ემისია თიბისი კაპიტალის და გალტ & თაგარტის რიგით მეორე ერთობლივი განთავსებაა ადგილობრივ ბაზარზე.
პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში წარმატებით შესრულებული განთავსება საქართველოს უძრავი ქონების სტაბილურობაზე, ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხსა და კომპანიის მიმართ დადებით მოლოდინებზე მიუთითებს.
აღნიშნული ობლიგაციების წლიური ფიქსირებული განაკვეთი 8.5%-ს შეადგენს. დაფარვის ვადა 2 წელია და ის 2024 წლის 7 ოქტომბერს დასრულდება. ტრანზაქციის განთავსების აგენტები გალტ & თაგარტი და თიბისი კაპიტალი არიან.
"მოხარული ვართ, რომ საქართველოს უძრავმა ქონებამ ადგილობრივ ბაზარზე კიდევ ერთხელ წარმატებით განათავსა ობლიგაციები", — აცხადებს საქართველოს უძრავი ქონების გენერალური დირექტორი, გურამ ახვლედიანი, — "აღნიშნულ ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნამ ჩვენი მოლოდინი გაამართლა, რაც ძალიან სასიხარულოა. ეს წარმატება ჩვენი კომპანიის ძალიან მაღალ სანდოობასა და გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის პროფესიონალიზმზე მეტყველებს".
წარმატებული პრეცედენტის შექმნაზე საუბრობს გალტ & თაგარტის მმართველი დირექტორი, ოთარ შარიქაძეც.
"მოხარული ვარ, აღვნიშნო გალტ & თაგარტის როლი საქართველოს უძრავი ქონების ობლიგაციების განთავსებაში", — ამბობს შარიქაძე, — "მორიგი წარმატებული განთავსება მეტყველებს, როგორც საქართველოს უძრავი ქონების სანდოობაზე, ისე, ზოგადად, საქართველოში მსგავს ტრანზაქციებზე ინვესტორების მხრიდან ნდობის ზრდაზე. მსურს, ჩვენს კოლეგებთან ერთად, მორიგი წარმატება მივულოცო გალტ & თაგარტის მთელ გუნდს. გალტ & თაგარტი საქართველოს ბაზარზე წლებია, საინვესტიციო ბანკის როლში ეფექტურად თანამშრომლობს, როგორც კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან".
თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი, მერი ჩაჩანიძე, ამბობს, რომ ობლიგაციების წარმატებით განთავსება ადგილობრივი ბაზრის განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანი მოვლენაა.
"მოხარული ვართ, რომ საქართველოს უძრავ ქონებასთან ერთად, პირველი ერთობლივი ემისია წარმატებით განვახორციელეთ და კომპანიას, კაპიტალის ბაზრის დახმარებით, დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში შევუწყეთ ხელი", — აღნიშნავს ჩაჩანიძე, — "ეს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებაში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებაში აქტიურად ვართ ჩართული, რითიც ხელს ვუწყობთ, რომ საქართველო, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კაპიტალისთვის მიმზიდველი ქვეყანა იყოს".
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები