რა განსაზღვრავს კომპანიის აქციის ფასს?
ფოტო: Pixabay.com/Tumisu
კომპანიის მიერ საკუთარი აქციების საჯარო განთავსების შემდეგ (IPO) აქციის ფასზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, ეკონომისტების საყვარელი პროცესი — მოთხოვნა-მიწოდებაა.
IPO (Initial Public Offer) — აქციების პირველადი საჯარო განთავსება. მომენტი, როდესაც კომპანია საკუთარ აქციებს საფონდო ბირჟაზე პირველად ათავსებს.
პირველადი საჯარო განთავსებისას აქციის ფასი საინვესტიციო კომპანიების შეფასებისა და აქციებზე მოთხოვნის შესაბამისად განისაზღვრება. ამასთან ერთად, დგინდება აქციების ის რაოდენობაც, რაც აუცილებელია საფონდო ბირჟაზე "ჩაეშვას" და კომპანიამ გარკვეული თანხა მოიზიდოს.
გრძელვადიან პერსპექტივაში, კომპანიის აქციები მხოლოდ მოთხოვნა-მიწოდებით არ განისაზღვრება. მნიშვნელოვანია კომპანიის "ჯანმრთელობაც". თუ კომპანიას მდგრადი და გრძელვადიანი გეგმა აქვს, ეს ინვესტორებში სანდოობას იწვევს. ამასთან ერთად, კომპანიას რისკების მენეჯმენტიც უნდა შეეძლოს. გაუთვალისწინებელი შემთხვევები ხშირად ხდება, ამასთან, აქციების ფასებზე გავლენას ახდენს გლობალური მოვლენები — პანდემია, ომი, კრიზისები, ამიტომაც თუ კომპანიას რეპუტაციის, სანდოობისა და სტაბილურობის შენარჩუნება სურს, რისკების მართვის კარგი გეგმა და სტრატეგია უნდა ჰქონდეს შემუშავებული. ეს აქციების ფასზე ყოველთვის დადებითად მოქმედებს.
თუმცა, მიუხედავად კარგი სტრატეგიისა, მნიშვნელოვანია კომპანიის ბიზნესმოდელი და მოგების მარჟა. რაც უფრო წარმატებულად ფუნქციონირებს კომპანია, მით უფრო მოთხოვნადია მისი აქციები. აქციებიც ხომ, რეალურად, კომპანიის წილია და ინვესტორებს სურთ წარმატებული კომპანიის მეტს წილს ფლობდნენ. კომპანიის წარმატების მიუხედავად, ინვესტორები აუცილებლად ითვალისწინებენ ეკონომიკურ მოვლენებსაც — რა იქნება საპროცენტი განაკვეთი, როგორი იქნება ინფლაცია, რა რეგულაციები დაწესდება, რა სექტორში თუ ინდუსტრიაში ოპერირებს ესა თუ ის კომპანია და სხვა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კონკრეტული კომპანიის აქციებზე ფასი წამიერად იცვლება.
აშშ-ში ყველა მოუთმენლად ელოდება ხოლმე ცენტრალური ბანკის განცხადებებს საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით, კომპანიების კვარტალურ ფინანსურ ანგარიშებს და შედეგებს, ხოლო სოციალური ქსელების განვითარების შემდეგ, კომპანიის დირექტორების ტვიტებსაც კი. ეს უკანასკნელი დიდ გავლენას ახდენს კომპანიის აქციის ფასზე, განსაკუთრებით საინტერესო შემთხვევა, ამ კუთხით, ილონ მასკის ტვიტებია.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები