დენის შმიგალი

12 Oct. 2022, 20:31

მადლობელი ვართ ყველა უკრაინელის, ვინც შეგნებულად შეამცირა ელექტროენერგიის მოხმარება გუშინ და გუშინწინ. მთლიანობაში დანაზოგი 10% იყო. ასევე, მადლობას ვუხდით მერებს, მუნიციპალიტეტების თავმჯდომარეებს, რომლებმაც აიღეს პასუხისმგებლობა მუნიციპალიტეტებში ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებაზე.

იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ დაგეგმილი გათიშვები, უკრაინაში ელექტროენერგიის მოხმარება 17:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე 25%-ით უნდა შევამციროთ. 

ამიტომ, ვთხოვთ ბიზნესს, შეუერთდნენ ცნობიერ მოხმარებას და მითითებულ პერიოდში, გამორთონ გარე ელექტრო რეკლამა და სხვა ენერგოხარჯვადი მოწყობილობები. ასეთი პასუხისმგებელი მიდგომა საშუალებას გვაძლევს მინიმუმამდე დავიყვანოთ გამორთვის გრაფიკის გამოყენება.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, მოემზადონ ზამთრისთვის. სასურველია, ყველა ოჯახს ჰქონდეს საჭირო ძირითადი ნივთების მარაგი: თბილი ტანსაცმელი, სანთლები, ფანრები, ელემენტები. მნიშვნელოვანია მომზადება იმ შემთხვევისთვის, თუ მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად სინათლე ან სითბო გაითიშება.

განაცხადა უკრაინის პრემიერმინისტრმა. 10 ოქტომბერს რუსების მასიურმა სარაკეტო შეტევამ მნიშვნელოვნად დააზიანა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები. დაბომბილი ქალაქებისა და რეგიონების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…