"მაკდონალდს საქართველოს" თანადგომით განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებზე ზრუნვის ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯის" რუსთავის ფილიალი სრულად განახლდა
McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში "მაკდონალდს საქართველოს" თანადგომითა და ფინანსური მხარდაჭერით, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებზე ზრუნვის ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯის" რუსთავის ფილიალი სრულად განახლდა და სენსორული სივრცით აღიჭურვა.
გარდა ამისა, "მაკდონალდს საქართველოს" საქველმოქმედო კამპანიის შედეგად, რუსთავში მცხოვრები ბავშვებისთვის "პირველი ნაბიჯის" ცენტრის ეზოს ტერიტორიაზე მოეწყო სათამაშო მოედანი, რომელიც თვის განმავლობაში 200-მდე ბავშვს გაუწევს მომსახურებას. რუსთავის, დიღმისა და ისნის ფილიალები კი საჭირო ინვენტარით და განმავითარებელი მასალით აღიჭურვა, რაც ორგანიზაციის სპეციალისტებს ბავშვებთან მუშაობის დროს დაეხმარება, გამოიყენონ ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რათა ხელი შეუწყონ ბავშვების განვითარებასა და მათთვის საჭირო ახალი უნარების დასწავლას.
"მაკდონალდს საქართველოს" მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ალექსანდრე შენგელიას განცხადებით, მაკდონალდსი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, წლების განმავლობაში აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტებს, რომლის მთავარი მიზანი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებზე ზრუნვაა.
"მოხარული ვარ, რომ McHappy Day-ის წლევანდელი კამპანიის ფარგლებში, ჩვენი ერთგული მომხმარებლის ჩართულობით, კიდევ ერთი მასშტაბური საქველმოქმედო პროექტი განვახორციელეთ და შევძელით სხვადასხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა გარემოს გაუმჯობესება, საზოგადოებასთან ინტეგრაცია და მათი განათლების ხელშეწყობა. McHappy Day-ის საქველმოქმედო კამპანია მომდევნო წლებშიც გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, ჩვენი და ჩვენი მომხმარებლის თანადგომით არაერთ ბავშვს გავუფერადებთ ცხოვრებას და ვიზრუნებთ მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე", — აღნიშნა ალექსანდრე შენგელიამ.
აღსანიშნავია, რომ "პირველი ნაბიჯის" რუსთავის განახლებული ფილიალის გახსნის ღონისძიებაზე კომპანია "მაკდონალდს საქართველო" ორგანიზაციის ბენეფიციარ ბავშვებს მათი საყვარელი ჰეფი მილებით და ორინჯ ბოულის ნატურალური წვენით გაუმასპინძლდა. ბავშვებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს "მაკდონალდსის" მიერ ორგანიზებულ სხვა სახალისო აქტივობებშიც, მათ შორის სახის მოხატვაში, ბუშტებით თამაშში და სხვა.
"პირველი ნაბიჯის" დირექტორის, თამუნა ზაალიშვილის თქმით, აღნიშნული საჩუქარი უმნიშვნელოვანესია პირველი ნაბიჯის ბავშვებისათვის.
"გვიხარია, რომ კომპანია "მაკდონალდს საქართველომ" საქველმოქმედო კამპანიის McHappy Day-ის ფარგლებში წელს ბენეფიციარ ორგანიზაციად პირველი ნაბიჯი შეარჩია. მაკდონალდსისა და მისი ერთგული მომხმარებლების მხარდაჭერით შემოსული თანხით "პირველი ნაბიჯის" ფილიალები აღიჭურვა საჭირო ინვენტარითა და განმავითარებელი მასალით, მოეწყო სენსორული თერაპიული ცენტრი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზაციის ბენეფიციარი ბავშვებისთვის, რადგან პირველ რიგში, მათ ექნებათ ახალი სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა რუსთავში, რაც უმნიშვნელოვანესია მათი განვითარებისთვის", — განაცხადა "პირველი ნაბიჯის" დირექტორმა თამუნა ზაალიშვილმა.
"პირველი ნაბიჯი" 23 წელზე მეტია ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზე, რათა უზრუნველყოს ბავშვებისა და მათი ოჯახების ღირსეული ცხოვრება. ორგანიზაცია 900-ზე მეტ ბავშვს ემსახურება ყოველთვიურად და ახორციელებს ათამდე პროგრამას, მათ შორის — ბავშვთა ადრეული განვითარების, აუტიზმის, დღის ცენტრის, ბინაზე მოვლის და სხვა პროგრამებს.
McHappy Day-ის საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში, გასული წლების განმავლობაში "მაკდონალდს საქართველომ" ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავში, თბილისსა თუ კოჯორში მრავალ ორგანიზაციას გაუწია დახმარება.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა





კომენტარები