მიხაილო პოდოლიაკი

13 Oct. 2022, 13:05

რაც შეეხება ბატონ ივანიშვილს, რა თქმა უნდა, არის გარკვეული დადასტურებები, მტკიცებულებები, რომ თანამშრომლობს რუსეთთან. ის დაინტერესებულია ბიზნეს კომუნიკაციით ნედლეულის, გაზის სფეროშიც. რა თქმა უნდა, ის შედის იმ ხალხის სიაში, რომლის სანქცირებასაც ჩვენ გამოვაცხადებთ, მათ შორის ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენ ვთვლით, რომ ყველა ის ბიზნესმენი, რომლებიც აქტიურად მუშაობს რუსეთთან ნედლეულის კუთხით რუსეთთან, აუცილებლად სანქციების სიაში უნდა იყოს.

ჩვენი პარტნიორებისთვისაც და ჩვენთვისაც ძალიან ნათელია ის, რაც ეხება ბატონ ივანიშვილს, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს საქართველოს სახელმწიფოს არჩევანია. უნდა გავიგოთ, რომ რუსეთი აუცილებლად წააგებს და ჩვენ საქართველო მართლა ძალიან გვიყვარს... ჩვენ გვესმის, რაც გაიარა საქართველომ. ეს ხალხი აბსოლუტურად სოლიდარული არის ჩვენთან, რომელსაც უყვართ დემოკრატია, თავისუფლება და კონკურენცია.

ჩვენ გვესმის, რომ სახელმწიფო უპირველეს ყოვლისა თავის ხალხს უნდა უყურებდეს, მერე ევროპას და მსოფლიოს ცივილიზებულ ნაწილს. რუსეთი ამ სიტუაციაში არ არის პარტნიორი. დღევანდელი სახით რუსეთმა არსებობა უნდა შეწყვიტოს, მან უნდა გაიაროს რევოლუციური ტრანსფორმაცია.

საქართველოს თუ ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია სურს, მაშინ უკრაინასთან ერთად უნდა იაროს და ამისთვის აუცილებლად საჭიროა, ყველა საშუალება დახუროს რუსეთისთვის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…