"გმირობის ნაყოფი" — ამ დასახელებით სუპერმარკეტებში საოკუპაციო ხაზთან მოყვანილი პროდუქტები გამოჩნდა
USAID-ის, Zinc Network-ისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ერთიანი ძალისხმევით, შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ფერმერები საკუთარ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს "კარფურისა" და "ზღაპარის" მაღაზიათა ქსელებში გაყიდიან. კამპანია "გმირობის ნაყოფის" ბრენდის ქვეშ ხილის, ჩირის და ტყლაპის შეძენა მომხმარებლებს უკვე დღეიდან შეეძლებათ.
"ბორდერიზაცია არ შეჩერებულა და ეს ყველაზე მეტად ე.წ. საოკუპაციო ხაზთან იგრძნობა! მავთულხლართებთან დამუშავებული ქართული მიწა და ამოქმედებული ქართული წარმოება, დიდი სტიმულია, რადგან იცი, რომ ემსახურები ქართულ საქმეს და საქმით აჩვენებ პატრიოტულ, ღირსეულ მაგალითს. ასე მარტივად უმკლავდები ნებისმიერ დაბრკოლებას, მათ შორის მცოცავი ოკუპაციის შიშს. რუსეთი ოკუპანტია! ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში კი ყველამ საკუთარი წვლილი უნდა შევიტანოთ", — ამბობს ფერმერი ეკატერინე ხოდელი, რომლის მიერ საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს წარმოებული ჩირის შეძენა მომხმარებლებს ბევრ სხვა პროდუქტთან ერთად შეეძლებათ.
USAID-ის ინფორმაციის სანდოობის პროგრამის წარმომადგენლის, ჟანა სირბილაძის განცხადებით, პროექტის მიზანია, მოსახლეობას დაანახოს ის შრომა და გამბედაობა, რომელსაც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანები ეწევიან. "მოყვანილია საოკუპაციო ხაზთან" — ამ გზავნილით ბრენდირებული პროდუქტები მომხმარებელს მიუთითებენ, რომ ამ პროდუქტებში გადახდილი თანხით, ისინი აძლიერებენ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ გმირებს.
"ეს პროდუქტები ჩამოტანილია შინდისიდან, დირბიდან, მეჯვრისხევიდან, დიციდან, ბერშუეთიდან და დვანიდან. სოფლებიდან, რომლებშიც მოსახლეობა, რუსი ოკუპანტების მუდმივი შიშის მიუხედავად, დაუღალავად შრომობს და ქმნის ეკონომიკურ დოვლათს, არა მხოლოდ საკუთარი ოჯახებისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის. ჩვენი მიზანია, შევახსენოთ დანარჩენ საქართველოს, რომ ვიყოთ მეტად სოლიდარულები ამ ადამიანების მიმართ და გავაძლიეროთ ისინი, ვინც ქართულ მიწას იცავს", — განაცხადა სირბილაძემ.
პროდუქტები საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობაში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), რითეილ ასოციაციის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის და ერთობლივი თანამშრომლობით მოგროვდა. საყურადღებოა ისიც, რომ პროდუქტები სერტიფიცირებულია პირველადი წარმოების გეოგაპ სტანდარტით, რითაც დასტურდება მათი უვნებლობა და ხარისხი.
"ჩვენ გვსურს დავეხმაროთ ადგილობრივ ფერმერებს. მინდა მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას: შეიძინონ ეს პროდუქტები და მხარი დაუჭირონ მათ ვინც ქართულ მიწაზე ზრუნავს! ამგვარად ისინი კვლავ განაგრძობენ თავიანთი გმირობის ნაყოფის მოყვანას. ეს ადამიანები, იცავენ არა მხოლოდ საკუთარ კერას, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავალს", — განაცხადა ანტონ ვაჭარაძემ IDFI პროექტის მენეჯერმა. მისივე თქმით, ეს ინიციატივა მომავალშიც გაგრძელდება და მომხმარებელს არა ერთი პროდუქციის შეძენის შესაძლებლობა ექნება.
საწყის ეტაპზე მომხმარებლებს "გმირობის ნაყოფის" პროდუქციის შეძენა "კარფურის" ჰიპერმარკეტებსა (თბილისი მოლი, East Point-ი) და "ზღაპარის" 30-მდე მაღაზიაში შეეძლებათ. სამომავლოდ, კამპანიაში სხვა ქსელების ჩართვა იგეგმება რათა საოკუპაციო ხაზთან წარმოებული პროდუქცია უფრო ფართოდ იყოს ხელმისაწვდომი.
პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა USAID-ისა და ამერიკელი ხალხის ფინანსური დახმარებით.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში




კომენტარები