ოპოზიციის ნაწილი უბედურ შემთხვევაზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს და მის გადადგომას ითხოვს
ფოტო: თბილისის მერია
შესაბამისი განცხადებები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა გააკეთეს.
რას ამბობენ ოპოზიციაში: ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ მომხდარი ტრაგედია უპასუხისმგებლობის, ხალხზე ზრუნვის ნაკლებობისა, კორუფციის შედეგია და დასძენს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება სტანდარტად უნდა დაწესდეს.
- "კალაძის ადგილას გადავდგებოდი, იმიტომ, რომ მორალური და ზნეობრივი ძალა არ მეყოფოდა".
- ენმ-ის კიდევ ერთი წევრი, ლევან ხაბეიშვილი კი ამბობს, რომ ახლა გაჩუმება დანაშაულია, რადგან დღეს "უსაფრთხო არაფერი აღარ არის".
იმავეს აცხადებს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძეც და ამბობს, რომ კალაძეს "არანაირი მორალური უფლება არ აქვს", დარჩეს დაკავებულ თანამდებობაზე.
- "ის უნდა გადადგეს, ცალსახად, მან უნდა აიღოს, პოლიტიკური არა, პირველ რიგში, მორალური პასუხისმგებლობა მთლიანად ამ ოჯახის, მთელი საქართველოს და თბილისის მაცხოვრებლების წინაშე".
- პარტიის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ წლობით გაწელილი საგზაო-სარემონტო სამუშოები, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურას და ქაოსური მშენებლობა კალაძისა და მისი გუნდის არაკომპეტენტურობისა და კორუფციაში ჩართულობის შედეგია.
გარდა ამისა, პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებაზე საუბრობენ ევროპულ საქართველოშიც. პარტიის წევრი, ბესიკ დონაზე აცხადებს, რომ პირველი კომენტარი, რაც მომხდარის შემდეგ მერმა გააკეთა "მისი და თანამშრომლების" გადარჩენას ეხებოდა.
- "კომპანიის გარდა, პასუხისმგებლები არიან მერიის ის თანამშრომლებიც, რომლებმაც, ტენდერის გამოცხადებიდან ობიექტის ჩაბარებამდე გაწიეს გარკვეული სამუშაოები".
- ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ფეისბუქგვერდზე წერს, რომ ყველანაირი პოლიტიკური განცხადება უადგილოა და იმედს გამოთქვამს, "შესაბამის პირებს ეყოფათ გამბედაობა, საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია მიწოდონ"
- "აიღონ პასუხისმგებლობა... დანარჩენს სხვა დროს ვიტყვი, ახლა გლოვის დროა".
რა მოხდა: დღეს, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. კლინიკაში გადაყვანის შემდეგ 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა.
- მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 240-ე პრიმა მუხლით არის დაწყებული, რაც ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
თბილისის მერის თქმით, მომხდარი უმძიმესი ფაქტია და "ყველა დაისჯება შესაბამისად".
- კითხვაზე, ხედავს თუ არა თბილისის მერიის პასუხისმგებლობის საკითხს, ის ასე პასუხობს: "რა თქმა უნდა. უდიდესი, უმძიმესი თემა არის, თავზარდაცემულები ვართ. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ყველასი და რა თქმა უნდა, ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი".
- მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ შადრევანი გატესტილი იყო და არანაირი პრობლემა არ ქონია.
ვაკის პარკში გუშინ, 12 ოქტომბერს მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა.
- მერიის ცნობით, მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 6 500 000 ლარია.
- ჯამში, ვაკის პარკის განახლების პროექტი, გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩათვლით, 33 000 000 ლარს შეადგენს.
- თბილისის მერიის ფეისბუქგვერდსა და ვებგვერდზე წაიშალა პოსტი, რომელიც რეაბილიტაციის დასრულებას ეხებოდა და შადრევნისა და კახა კალაძის ხალხთან შეხვედრის ფოტოები იყო გამოქვეყნებული — უწყებაში ამბობენ, რომ ეს მიზანშეწონილად მიიჩნიეს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები