მარგველაშვილი: არ შეიძლება ბაზარმა დაარეგულიროს შრომითი უფლებებიც
ფოტო: ანა ათაბეგაშვილი/On.ge
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში აუცილებელია შრომის რეგულირება და ეს არ შეიძლება ბაზარმა დაარეგულიროს. ამის შესახებ მან დღეს, პროფესიული კავშირების დარგობრივ წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტი პროფკავშირების წარმომადგენლებს კამპანიის - „კონსტიტუცია ყველასია" - ფარგლებში შეხვდა. შეხვედრას წარმართავდა საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი, რომელმაც დასაწყისში ისაუბრა აუდიტორიის მთავარ მოლოდინებსა და ინტერესებზე.
შეხვედრის პირველ ნაწილში, პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა თითოეული მოქალაქის ჩართულობის აუცილებლობაზე სახელმწიფოს მართვაში, როგორც დემოკრატიის თანმდევ პროცესზე. მისი თქმით, „იქ სადაც გაქვს შესაძლებლობა, უფლებამოსილება მაქსიმალურად უნდა გადასცე ხალხს. ყველა უფლება უნდა გადასცე ხალხს და მათ მისცე თავისუფლება გადაწყვიტონ, ასევე მათ მისცე უფლება შეეშალოთ, ვინაიდან თავისუფლება თავისთავად გულისხმობს შეცდომის უფლებასაც". როგორც მარგველაშვილმა თქვა, სწორედ ამ კუთხიდან უყურებს ყველა იმ საკითხს, რომელიც კონსტიტუციას უკავშირდება და ამავე გადმოსახედიდან გასცემს პასუხს შემდგომში დასმულ ყველა შეკითხვას, მათ შორის, პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რა ხდება სხვა ქვეყნებში, საქართველოში ეს უნდა გადაწყვიტოს ხალხმა. პრეზიდენტი აგრეთვე შეეხო საპარლამენტო არჩევნების ე.წ. ბონუსურ სისტემას [გაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის მიკუთვნება] და როგორც თვითონ თქვა, არ სჯერა რომ ეს ქართველი ხალხისთვის მისაღებია, არ სჯერა, რომ ქართველ ხალხს მოეწონებოდა მანდატების მსგავსი მისაკუთრება ერთი პარტიის მიერ: "ყოველდღიურ აზროვნებაში, მათ არ მოეწონებათ ის, რაც გაიყო და დარჩა, მხოლოდ ერთმა ადამიანმა რომ წაიღოს.“
გიორგი მარგველაშვილმა განიხილა ასევე საქართველოს, როგორც სოციალური სახელმწიფოს განსაზღვრების ჩანაწერი კონსტიტუციაში და მისი მნიშვნელობა. მას იმედი აქვს, რომ სწორედ ეს განსაზღვრება იქცევა საზოგადოების გაერთიანების, მხარდაჭერის, ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობის შემქმნელი. მისი თქმით, ის, რაც ქართული კულტურის ნაწილია, უნდა აისახოს კანონმდებლობაშიც.
პრეზიდენტმა ერთ-ერთ მთავარ ამოცანად დაასახელა ისეთი საზოგადოებრივი სივრცის შექმნა, სადაც სახელმწიფოს ფუნქციაა თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვა, აგრეთვე აღნიშნა, რომ სახელმწიფო დგას დილემის წინაშე, ერთდროულად დაიცვას დამსაქმებლის და დასაქმებულის უფლებები. ის თვლის, კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს თანაბარი კონკურენციის პირობები დამსაქმებლებისთვის, სტანდარტები, რომელიც ყველასთვის თანაბარი იქნებდა და ამავდროულად დააფასებს ადამიანის შრომას. მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება ბაზარმა, ქვანახშირის, რკინის და ამა თუ იმ პროდუქტის გვერდით, დაარეგულიროს შრომითი უფლებებიც, ზნეობრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება პროდუქტად განიხილო ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, განიხილო ადამიანი როგორც საშუალება. როგორც თავად განმარტა, ჩანაწერი კონსტიტუციაში, "შრომა თავისუფალია", რეალურ მნიშვნელობამდე უნდა იქნას აყვანილი, უნდა დაფასდეს ადამიანების თავისუფლება შრომაში.
საკუთარი გამოსვლა პრეზიდენტმა დაასრულა მოწოდებით, რომ მოქალაქეები უფრო მეტად უნდა ჩაერთვნენ საკუთარი კანონმდებლობის განხილვასა და მსჯელობაში: „ყველას აზრი მოსასმენია, და უნდა მივიდეთ ერთიანობამდე, რაც კიდევ ერთხელ არ გახლეჩს ჩვენს საზოგადოებას. გვეყო დაპირისპირება და გახლეჩა, დროა ვეძებოთ რაღაც საერთო შეხების წერტილები, საიდანაც გამომდინარე შეიძლება შევქმნათ უკეთესი საზოგადოება.“
შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მეშახტეთა, ქიმიკოსთა და მეტალურგთა პროფესიული კავშირის წარმომადგენელმა, თამაზ დოლაბერიძემ, წამოაყენა ინიციატივა განსაკუთრებული საფრთხის შემცველი პროფესიის წარმომადგენელთათვის საშეღავათო სისტემის შემოღების თაობაზე, რაც გულისხმობს საშემოსავლოსგან გათავისუფლებას, რეგრესის პენსიის შემოღებას, საპენსიო ასაკის დაწევას და სხვ. პრეზიდენტმა პასუხში აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა დაიცვას ყველას ჯანმრთელობა, "მაგრამ ანაზღაურების პრობლემას უნდა შევხედოთ სისტემურად, რადიკალური ცვლილება გამოიწვევს ტენდენციის დამკვიდრებას სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი პროფესიების წარმომადგენლებში". მისი თქმით, საუკეთესო გამოსავალია, პროფკავშირების როლის გაზრდა კანონმდებლობით, მან ისაუბრა სატარიფო შეთანხმების შემოღებაზე.
პრეზიდენტმა განსაკუთრებული მნიშვნელობაა მიანიჭა სახელმწიფოსა და პროფკავშირების ჯანსაღ თანამშრომლობას. მან ყურადღება გაამახვილა პროფესიულ განათლებაში თანხის ინვესტირებაზე, სხვადასხვა საკვალიფიკაციო კურსის შემოღებაზე, რაც მისი აზრით, გაზრდის მათზე მოთხოვნას და სხვადასხვა დიდ პროექტში ქართველების ჩართვას.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები