ქართულმა ოცნებამ მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარეს
ფოტო: PACE / Twitter
ამის შესახებ ქართული ოცნების წევრებმა ისაუბრეს. ისინი რეზოლუციაში შეტანილ ცვლილებებს "ნაუცბადევად შეპარულს" უწოდებენ და პარტიულ ინტერესებს ხედავენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 13 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ახალ რეზოლუციაში რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად ცნო.
- დოკუმენტში წერია, რომ რუსეთის აგრესია ცალსახად უნდა დაიგმოს, როგორც დანაშაული, საერთაშორისო სამართლის დარღვევა და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის საფრთხე.
- აღნიშნულია ისიც, რომ უნდა გადაიხედოს სხვა ქვეყნების პოლიტიკური პატიმრების საქმეები, მათ შორის, ნახსენები ჰყავთ მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც პოლიტპატიმრად მოიხსენიებენ.
დეტალები: მმართველი გუნდის დეპუტატი არჩილ თალაკვაძე ამტკიცებს, რომ "სინამდვილეში მხარი დაუჭირეს რეზოლუციას", რომელიც რუსეთთან დაკავშირებით იყო ინიცირებული და უკრაინის მხარდაჭერას ითვალისწინებდა, მაგრამ ცვლილებებს არა.
- "ეს რეზოლუცია იყო ინიცირებული ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე, პირადად მე გახლავართ ამ კომიტეტის წევრი და შემიძლია მოკლედ გითხრათ, რომ უმრავლესობის სახელით მხარი დავუჭირე რეზოლუციის თავდაპირველ, ორიგინალ ვერსიას", — განაცხადა თალაკვაძემ.
- მისი თქმით, ამის შემდეგ რეზოლუციის განხილვამ პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლა და "სააკაშვილთან სუბიექტურად დაკავშირებულმა პირებმა" დააინიცირეს ცვლილება, რაზეც გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭირდნენ.
- "სინამდვილეში ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ ცვლილებას, სადაც ჩაწერილი იყო სააკაშვილის მეგობრების მიერ ინიცირებული ცვლილება, თითქოს სააკაშვილს საქართველოში დევნის რუსეთი", — ასე ამართლებს პარტის საქციელს თალაკვაძე.
- "ჩვენი დელეგაციის წარმომადგენლები ერთ-ერთი თანაავტორები იყვნენ ამ რეზოლუციიის, ამიტომ ამ რეზოლუციას ექნებოდა საქართველოს მხარდაჭერა, რომ არა ასე ვთქვათ, არ ვიცი რა სიტყვა ვიხმარო, რომ არა ნაუცბადევი შეპარება ამ რამდენიმე წინადადების", — განაცადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ოპოზიცია: პარტია მოქალაქეების ლიდერი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, თუმცა არა მეოთხე შესწორებას, სადაც სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრადაა მოხსენიებული.
- მისივე თქმით, კენჭის ყრის დღეს ხმა, ტექნიკურად არ დაფიქსირდა, რის გამოც მეორე დღეს სესიაზე განაცხადა, რომ ჩაესწორებინათ.
- სტრატეგია აღმაშენებლის წევრი, პაატა მანჯგალაძეც ამბობს, რომ რეგლამენტი იძლეოდა საშუალებას, მხარი დაეჭირათ ძირითადი ტექსტისთვის და არა დამატებისთვის, ამიტომ მმართველი გუნდის განმარტებები ტყუილია.
- ლელოს განცხადებით, შემაშფოთებელი და ტრაგიკულია, რომ საქართველოს მართავს "რევანშისტ და უგუნურ ადამიანთა გუნდი", ვინც დასაშვებად მიიჩნევს ქვეყნის შიდა პოლიტიკა საერთაშორისო ასპარეზზე გადაიტანოს და შიდა პარტიულ-პოლიტიკური დინამიკა სახელმწიფოს საგარეო გადაწყვეტილებებზე ასახოს.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები