სალომე ზურაბიშვილი

17 Oct. 2022, 12:54

დღევანდელ დღეს, იმ ფონზე, თუ რაც ხდება ევროპაში, თუ რაც ხდება უკრაინაში, ძალიან ძნელია, რომ ჩვენ დავიწყოთ საუბარი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებით. მთავარი ჩვენთვის, თქვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის დღეს არის ის, რაც ხდება უკრაინაში, ის, რაც ხდებოდა ამ დილით. ეს უმკაცრესი ქმედებები, რასაც რუსეთი ახორციელებს უკრაინის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული სუვერენობის წინააღმდეგ.

კიევის დაბომბვა, მოქალაქეების წინააღმდეგ ასეთი უმკაცრესი ქმედებები, ეს ყველაფერი არის ის, რაც მიუღებელია თანამედროვე მსოფლიოში, მიუღებელია ევროპაში, მიუღებელია ჩვენი ორივე ქვეყნისთვის და ჩვენი ღირებულებებისთვის.

რუსეთის აგრესია არის ერთი მხრივ, არა დღევანდელი დღის ამსახველი, ანაქრონიზმია დღევანდელ დღეს, ეს არის ჩარჩენა იმ საუკუნეში, რომელიც იყო ომების საუკუნე და ტოტალიტარიზმის საუკუნე. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…