უკრაინის ქალაქები, მათ შორის, კიევი ისევ იბომბება — რა ვიცით
ფოტო: კირილ ტიმოშენკოს ტელეგრამ არხიდან
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთი აგრძელებს უკრაინაზე საჰაერო თავდასხმებს და უტევს ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემას.
რატო არის მნიშვნელოვანი: უკვე რამდენიმე კვირაა, რაც უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმა მიმდინარეობს.
- რუსეთი უკრაინულ დასახლებებს ირანული კამიკაძე დრონებით ბომბავს.
- მხოლოდ გუშინ კიევზე საჰაერო თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, 4 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის — 6 თვის ორსული და მისი ქმარი.
დეტალები: 18 ოქტომბერს, დილით რუსი სამხედროები კვლავ თავს დაესხნენ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. აფეთქებებია დნეპრში, ხარკოვში, ზაპოროჟიესა და ჟიტომირში.
- ზოგიერთი ქალაქი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
- "კიევში დილით ისევ აფეთქებებია. დესნიანსკის რაიონი. კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი. ყველა სამსახური ადგილზეა. დამატებითი დეტალები მოგვიანებით", — წერს ქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო.
ზაპოროჟიე: ქალაქს ოკუპანტები გასული ღამის განმავლობაში თავს ესხმოდნენ "შაჰედებითა" და სარაკეტო სისტემებით.
- ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტარუხის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ინფრასტრუქტურულ ობიექტზე, 1 რაკეტა კი ქალაქში მდებარე საწყობს დაეცა.
- სტარუხის ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ნიკოლაევი: ოკუპანტები თავს საცხოვრებელ სახლს დაესხნენ.
- უკრაინული მედიის ცნობით, ორსართულიანი სახლის ნანგრევებში მაშველებმა კაცის ცხედარი იპოვეს. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
- დაბომბვის შედეგად განადგურდა ყვავილების ბაზრობაც, თუმცა შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
- ნიკოლაევის ოლქის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის ინფორმაციით, ქალაქში დილიდან აღდგენილია ელექტრომომარაგება.
დნეპრი: აფეთქებებმა ქალაქში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები გაანადგურა.
- როგორც უკრაინსკა პრავდა იუწყება, რეგიონში გრძელდება საჰაერო თავდასხმები.
- ზოგიერთ რაიონში მოსახლეობას ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეუწყდა.
ჟიტომირი: წყალი და ელექტროენერგია არ მიეწოდება ჟიტომირის მცხოვრებლებსაც.
- ქალაქი 18 ოქტომბრის დილას დაიბომბა, რის გამოც საავადმყოფოები ამ დრომდე სარეზერვო ენერგიაზე მუშაობენ.
- პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის, კირილ ტიმოშენკოს ინფორმაციით, ენერგომომარაგების ობიექტებზე 2 დარტყმა განხორციელდა. ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური.
ხარკოვი: 18 ოქტომბრის დილას ოკუპანტებმა ისევ დაბომბეს ხარკოვი.
- წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა ერთ-ერთი სამრეწველო საწარმოს ტერიტორიაზე მოხდა.
- დაბომბვის გამო მეტროს ხაზებზე მატარებლის მოძრაობა დროებით შეჩერებულია.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები