ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბისა და გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
ფოტო: ილიაუნი
გურჯაანის ტექნოპარკში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ერთობლივი პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
პროექტის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბის თანამშრომლებმა 150 გურჯაანელ მოსწავლეს საბაზისო კომპიუტერულ უნარებში ინტენსიური ტრენინგები ჩაუტარეს.
პროექტის პირველ ეტაპზე გაერთიანების მიერ კონკურსით, აპლიკაციების განხილვის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის თითოეული სოფლიდან 25-35 მონაწილე შეირჩა. მეორე ეტაპზე მონაწილეები ინტერესის მიხედვით დარეგისტრირდნენ ქვემოჩამოთვლილი არჩევითი ტრენინგმოდულებიდან ერთ-ერთზე: გრაფიკული დიზაინი, ნარატივდიზაინი (ჩეტბოტები), Frontend დეველოპმენტი (HTML, CSS), WordPress დეველოპმენტი, Python დეველოპმენტი.
პროექტის შემაჯამებელ შეხვედრაზე კურსის თითოეულმა მონაწილემ ფინალური პრეზენტაცია გამართა და მიიღო უნილაბის საბაზისო კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
შემაჯამებელი შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ნინო დობორჯგინიძემ გახსნა. მას ესწრებოდნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი და მერის მოადგილე ლერი გელენავა.
ნინო დობორჯგინიძემ პროექტის მნიშვნელობასა და იმ ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რაც პროექტის ფარგლებში ბავშვებმა შეიძინეს.
"დღეს გურჯანიის მუნიციპალიტეტის ტექნოპარკში ჩატარდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების პრეზენტაცია. პროექტები მოამზადეს ამავე მუნიციპალიტეტის მოსწავლეებმა. კერძოდ, აქ, გურჯაანში, სამი თვის განმავლობაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბში 150 მოსწავლე გადიოდა ტრენინგებს, ონლაინ მეცადინეობებსა და პრაქტიკულ სავარჯიოშოებს. ამ სამი თვის განმავლობაში, მათ მოახერხეს, მიეღოთ თანამედროვე, კონკურენტუნარიანი ცოდნა, რომელსაც ისინი აუცილებლად მოახმარენ როგორც ადგილობრივ ბაზარს, ასევე შეეძლებათ თავიანთი პროდუქტების საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვა", — განაცხადა ნინო დობორჯგინიძემ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა.
პრეზენტაციას ესწრებოდა ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი, პროფესორი სანდრო ასათიანი, რომელმაც პროექტის წარმატების შესახებ ისაუბრა.
"დღეს გვქონდა პროექტების პრეზენტაცია. ბავშვებმა გვანახეს თავიანთი ნამუშევრები. საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვთ და სრულფასოვნად შეუძლიათ უკვე პროექტების განხორციელება. ვფიქრობ, რომ შეუძლიათ მოუტანონ სარგებლობა თვითონ იმ რაიონს, რომელშიც ცხოვრობენ და ამ გზით განვითარდნენ. დარწმუნებული ვარ, მომავალში ბევრი საინტერესო პროექტით გაგვაკვირვებენ", — სანდრო ასათიანი, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი.
"ჩვენ უნდა გაგვემართა პრეზენტაცია. ხუთი თემიდან ერთი უნდა აგვერჩია და მე წიგნის დიზაინზე ვიმუშავე. ვარ დიზაინერების კურსზეც და სულ 6 ნამუშევარი წარვადგინე. პრეზენტაციაზე გადმოგვცეს სერტიფიკატები", — ანა გეთიაშვილი, გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე
"ჩემს ჩეტბოტს აქვს 315 ნოუდი. ის გავაკეთე Animachatbotics-ზე, ერთადერთ ქართულენოვანზე საიტზე, და დავარქვი "ავია". რატომღაც ვთვლი, რომ ეს ავიალაინერის შემოკლებული სახელია. ჩეტბოტი თვითმფრინავებზე საუბრობს", — ნიკა მჭედლიძე, გურჯაანის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები