ტარიელ ნაკაიძე

18 Oct. 2022, 16:26

ჩვენი კოლეგები, სამწუხაროდ, როცა ტრიბუნასთან გადიან ხოლმე, ტოლერანტობის თავისებურ ახსნას გვთავაზობენ ხოლმე და თუ მეჩეთში მიდიან და მოლა ხვდება მას ან ახუნდი და თავზე ხელკეტებით არ ხვდება და სტუმართმოყვარედ ხვდება, ეს ითვლება ტოლერანტობად, გამომდინარე იქიდან, რომ ეს წინააღმდეგობა არა აქვთ, თუნდაც იმიტომ, რომ მას არ აშენებინებენ მეჩეთს, სახელმწიფო რესურსებით უხერხავენ მინარეთებს და ამის საწინააღმდეგო რეაქცია არა აქვთ.

როდესაც ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს ართმევენ ეკლესიებს და შესაბამისად, მათთან ურთიერთობის დროს ისინი ამას არ გამოხატავენ, ანუ ტოლერანტული გარემოა და ითმენენ. როცა ჩვენს კათოლიკე მოქალაქეებს ართმევენ ეკლესიებს და არ აშენებინებენ ახალს, ესეც ტოლერანტობაა სახელმწიფოს მიერ გამოხატული.

იმედია არ თვლით, საქართველოში უმცირესობები საქართველოს ჰაერს რომ სუნთქავენ, ესეც თქვენი ტოლერანტობის გამოხატულებაა[...]

ჩვენ ვაშენებთ სეკულარულ, დემოკრატიულ საქართველოს. თუ ეს ასეა მართლაც, ვერცერთ რელიგიას, ვერც ქრისტიანობას, ვერც ისლამს, ვერც იუდაიზმს ვერ ექნება უპირატესობა მისი ისტორიული წარსულის გამო და უპირატესობა[...]

კიდევ ერთხელ მინდა, შეგახსენოთ, კარგად ჩაიხედოთ, თუ ვერ ერკვევით, ტოლერანტობა რა არის, მაინც "დაგუგლოთ", რომ შესაბამისად აღიქვათ უმცირესობების დამოკიდებულებები და არა საკუთარი გადმოსახედიდან შეხედოთ მხოლოდ, თუ რა არის ადამიანის უფლებები და ზოგადად, ტოლერანტულ გარემოში ცხოვრება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…