"იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე" — თეგეტა ჰოლდინგის კამპანიაში ავტოსკოლები ჩაერთნენ
ფოტო: თეგეტა
თეგეტა ჰოლდინგის კამპანია, "იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე", ახალ სივრცეში გრძელდება. შემეცნებითი ვიდეორგოლებისა და ალტერნატიული საგზაო ნიშნების შემდეგ პარტნიორ ავტოსკოლებში სტანდარტულ საგამოცდო საკითხებს 3 სახალისო კითხვა დაემატა. კითხვები კამპანიის ფარგლებში დამზადებული საგზაო ნიშნების შინაარსს შეესაბამება. თბილისში ყველაზე დიდი ავტოსკოლების - ArtDrive-ისა და Emsi Drive-ის სასწავლო კურსებზე დამწყები მძღოლებისთვის იმის შეხსენება, რომ ქუჩაში ავტომობილიდან ნაგვის გადაგდება დაუშვებელია, სასწრაფოსთვის გზის დათმობა აუცილებელია და ხმოვანი სიგნალი არამიზნობრივად არ უნდა გამოვიყენოთ, ქმნის საფუძველს მომავალში ქვეყანაში საგზაო მოძრაობის კულტურის გაუმჯობესებისათვის.
კამპანიის ავტორები ამბობენ, რომ ეს 3 დარღვევა ყველაზე აქტუალური აღმოჩნდა საზოგადოებისათვის. ასევე კომუნიკაციის დაწყებამდე ჩატარებული კვლევის შედეგებმაც აჩვენა, რომ გამოკითხულთა უმეტესობას ყველაზე მეტად აღიზიანებს, როდესაც სასწრაფოს გზას არ უთმობენ, საცობში გაბმულად „ასიგნალებენ“ და მანქანიდან ნაგავს ყრიან. სწორედ ამიტომ შეირჩა ეს 3 ნიშანი.
საგზაო მოძრაობის კულტურის ასამაღლებლად დაწყებული კამპანია საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა თავად ავტოსკოლებისთვისაც.
დავით ოძელაშვილი, ემ სი დრაივის დამფუძნებელი და დირექტორი: "კამპანიაში ემ სი დრაივის ჩართულობა ხაზს უსვამს ჩვენს მხარდაჭერასა და სურვილს, წვლილი შევიტანოთ საგზაო მოძრაობის კულტურის განვითარებაში. ჩვენს ავტოსკოლაში დიდი მოწონება და ენთუზიაზმი დაიმსახურა ამ კამპანიამ, რადგანაც საგზაო უსაფრთხოება და მოწესრიგებული მოძრაობა ჩვენი უპირველესი მიზანია. გადავწყვიტეთ, პროექტს ბოლომდე გვერდით დავუდგეთ. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო თეგეტა ჰოლდინგს ასეთი მნიშვნელოვანი კამპანიისთვის".
ფოტო: თეგეტა ჰოლდინგი
Artdrive- ში ამბობენ, რომ მათი ავტოსკოლა ყოველთვის მხარს დაუჭერს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც საგზაო მოძრაობის კულტურის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
გიორგი ბერიშვილი, Artdrive-ის დამფუძნებელი: "ნამდვილად ბევრი რამ არის მოსაწესრიგებელი ამ კუთხით. ამიტომ ყველანაირად ჩართულები ვართ თეგეტა ჰოლდინგის წამოწყებაში. როდესაც კომპანიას აქვს რესურსი, რეალურად მოახდინოს გავლენა საგზაო მოძრაობის კულტურის გაუმჯობესებაზე და ამას აკეთებს, მისასალმებელია. მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს, წვლილი შევიტანოთ ამ პროექტში და მოსწავლეებამდე მივიტანოთ სასიკეთო და საჭირო ინფორმაცია".
ბუნებრივია, საგზაო ნიშნების მსგავსად, არც ეს კითხვებია მართვის მოწმობის რეალურ საგამოცდო საკითხებში, თუმცა თეგეტაში სურთ, რომ ამ გზით საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილეს მიაწვდინონ ხმა.
ნათიკა ბერძული, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „გვჯერა, რომ ძირეული ცვლილებები ერთეული ადამიანების ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა. ავტოსკოლებთან თანამშრომლობისგან სწორედ ამას ველოდებით, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაფიქრდეს, გაიაზროს საკუთარი ქცევის მნიშვნელობა საზოგადოების წინაშე და ავტომობილთან შეხების პირველივე წერტილიდან ყველამ გააცნობიეროს, რა არის საგზაო მოძრაობის კულტურა“.
შეგახსენებთ, რომ თეგეტა ჰოლდინგის ახალი კამპანია "იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე" ივლისში დაიწყო და მისი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საგზაო მოძრაობის კულტურის გაუმჯობესებაა. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა და გავრცელდა უჩვეულო საგზაო ნიშნები, სიმბოლოები, რომლებიც როგორც მძღოლების, ისე ქვეითების მანკიერ ქმედებებს წარმოაჩენს და ადამიანებს მეგობრულად შეგვახსენებს, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ საერთო სიკეთისთვის ქვეყანაში საგზაო კულტურა გავაუმჯობესოთ.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 29 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 2500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები