დედების 20 საყვარელი ფრაზა, რომელსაც ყველა შვილი იცნობს
ფოტო: Warner Bros.
ალბათ მსოფლიოს ნებისმიერ დედას უნდა, რომ თავისი შვილი ვარსკვლავთმწყვეტელი, მთათგადამდგმელი, მწერვალთმპყრობელი და მზისდამთრგუნველი გაიზარდოს. გამონაკლისი არც ქართველი დედები არიან. ბევრი მათგანი დედობას პროფესიადაც კი განიხილავს, შვილის ყოველ პატარა წაბორძიკებას კი — საკუთარ რეპუტაციაზე უზარმაზარ ლაქად. თითოეული ქვემოთ ჩამოთვლილი შეგონებებიდან, რომლის ნახევარი მაინც ალბათ შილიფად ჩაცმული მუქარა ანდა საყვედურია, მათი რწმენით, ისევ შვილის კეთილდღეობას ემსახურება და ეს "სპარტანული წვრთნაც" ფიქრობენ, იმისთვისაა საჭირო, რომ საუკეთესოზე საუკეთესოები გავხდეთ.
ახლა კი, დიდი შესავლების გარეშე, წარმოგიდგენთ ქართველი დედების 20 საყვარელ ფრაზას:
1. არა, იყოს, არ შია!
ფოტო: Warner Bros.
როცა დედასთან ერთად სტუმრად ხარ წასული და მასპინძლები ისეთ გემრიელობებს გთავაზობენ, გული მიგდის, დორბლი მოგდის, მაგრამ რატომღაც დედას ჰგონია, თუკი ვინმეს მშიერი ეგონები, მის რეპუტაციას მიადგება ჩრდილი, ამიტომ ყველას არწმუნებს, გრამი რომ გრამია, ისიც ვეღარ ჩაგივა მუცელში.
2. ამ სახლში ყველას მოახლედ ვუნდივარ!
ფოტო: Disney
როცა ოჯახში აბსოლუტურად ყველა სთხოვთ, ცოტა დაისვენოს, თუმცა თვითონ ვერ ჩერდება, დილიდან საღამომდე ჯარასავით ტრიალებს და თან ჩხუბობს, რომ ყველას მოახლე და მონაა და თაგვების დაუძინებელი მტერი რომ არ იყოს, ალბათ კონკიაც იქნებოდა ყველაფერთან ერთად.
3. რომ მოვკვდები, დაისვენებთ!
ფოტო: Tenor
წინდაწინ კუბოში ჩახტომა ანუ მრავალგზის დატესტილი გზა შვილების ნამუსზე ასაგდებად. ალბათ ყველა დედამ იცის, თავის მომკვდარუნება საუკეთესო გზაა, თავის ჭკუაზე გაატაროს მთელი ოჯახი.
4. მოვკვდები და დავისვენებ!
ფოტო: Tenor
ასე, ალტერნატიულად ასვენებენ ხან შვილებს და ხან თავიანთ თავს. შედეგი იგივე — დედა იგებს!
5. ოთახია თუ უღრანი ტყე!
ფოტო: Tenor
როცა შენი ოთახი არასდროსაა მისთვის საკმარისად სუფთა და მოწესრიგებული და გაუთავებლად ბუზღუნებს, ვითომ ეშინია, საიდანმე ბუ ან ხვლიკი არ გამოუხტეს.
6. მანდ არ მომიყვანო, იცოდე!
ფოტო: Disney
როცა არგუმენტებში იმდენად უგებ, რომ უკვე ფიზიკური საფრთხე გემუქრება და ხვდები, მაგარს აირტყამ, თუ არ მოკურცხლე.
7. დამაცადე, მოგივლი მე შენ!
ფოტო: HBO
სავარაუდოდ, საჯარო ადგილას ხართ და ანგარიშსწორებისთვის სახლში მისვლამდე მოცდა უწევს. რამით მოთაფლე ან სასწრაფოდ მამასთან გადარეკე.
8. გამომტყუებ შენ მე რაღაცას!
ფოტო: Disney
არც აქ გაქვს კარგად საქმე, მეგობარო. დროულად მოინანიე, გირჩევ.
9. იმან როგორ უნდა გაჯობოს, მითხარი!
ფოტო: Warner Bros.
აქ ალბათ რომელიმე მეზობლის ბავშვმა ტესტში შემთხვევით შენზე მაღალი ქულა აიღო და დედასთან ერთად სრულიად ოჯახიც განცვიფრებულია, ასეთი გენეტიკის მქონეზე ყოჩაღი ვიღაცა თინიკოს უტვინო ბღარი როგორ შეიძლება, გამოდგეს.
10. ბევრს ნუ ტლიკინებ!
ფოტო: The Tonight Show Starring Jimmy Fallon
როცა რაღაცაზე შენი აზრი გამოთქვი, თუმცა როგორღაც დედას ვერ ეპიტნავა და გადაწყვიტა, დროა, ენას კბილი დააჭირო. მაშინაც კი, თუ სტუმრად მოსული ნათესავები "სტალინის დახვეწილ ულვაშსა და რკინის მუშტს" აქებენ გაცხარებით. აბა, უფროსებთან კამათი ვის გაუგია!
11. ყველა რომ ხიდიდან გადახტეს, შენც უნდა გადახტე?!
ფოტო: PrimoGIF
აბა, უპასუხე, თუ მაგარი ხარ! დედების და პედაგოგების მიერ ერთხმად აღიარებულ ამ რკინის ლოგიკას მაინც ვერ მოერევი.
12. სულ გამოშტერდა თქვენი თაობა! ჩემ დროს...
ფოტო: Warner Bros.
დედები აქაც ძალიან ჰგვავან მასწავლებლებს და დაუზარებლად გვახსენებენ, რომ მათი დროის სამოსანი ჩვენი დროის ფრიადოსანს ჯიბეში ჩაისვამს და აღარც გამოუშვებს.
13. ამ ბავშვს პატრონი არ ჰყავს?!
ფოტო: Gifer
როცა დედა ფიქრობს, რომ ა-ს გოგომ ან ბ-ს ბიჭმა რაღაც ძალიან აიშვა და დროა, პატრონებმა საყელური გაუკეთონ და ცოტა დააოკონ.
14. სულ ხელიდან წავიდა ეს ხალხი!
ფოტო: Tenor
ალბათ მეზობელი ნანულას გოგო ახლა სხვა მანქანით მოიყვანეს ღამე სახლში და ყველას მაგივრად დედათქვენმა იუკადრისა.
15. ვის გაუგია ამდენი ძილი?!
ფოტო: Tenor
როცა ძალიან გიყვარს ძილი, დედაშენისთვის კი დილის 7 საათი უკვე შუადღეა და ეშინია, რამე ხომ არ გჭირს შემთხვევით.
16. სად მიბრძანდები ასე ჩაცმული?!
ფოტო: BBC
ჩართე სიყვარული ყველას უნდა და მიბაძე ყარაულაშვილ ქეთოს, თუკი ნამუსი შეგრჩა!
17. ადექი დროზე, დაგაგვიანდა!
ფოტო: Giphy
როცა სთხოვე, ასე შვიდზე გაეღვიძებინე, ის კი დილის ექვსზე გაღვიძებს და გეუბნება, რომ უკვე ცხრა გახდა და ათი დაიწყო.
18. არ დააღამო! დროზე მოდი!
ფოტო: Disney
იჩქარე! წამზომი ჩაირთო!
19. ვის წერ ასეთი გაბრწყინებული?!
ფოტო: Tenor
მაინც გაარკვევს, მეგობარო, ასე რომ, უთხარი!
20. აი, შენც გახდები დედა და დაინახავ!
ფოტო: GIFcen
ეს კი სულ სულ ბოლო ტუზი კოზირი, რომელიც როგორ გინდა, რომ მოჯოკრო.
პ.ს. აქვე, უხმო, თუმცა ყველა ხმამაღალ სიგნალზე უფრო საშიშ სიგნალთა განმარტებანი:
- წარბების აწევა — დაეტიე შენს ადგილზე!
- ტუჩების მოკუმვა — მიგიყვანო ჯერ სახლში!
- თვალების ბრიალი — გასაცლელი გაქვს თმები!
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი

კომენტარები