ბადრი ჯაფარიძე

18 Oct. 2022, 20:29

რა თქმა უნდა, სანამ სასამართლო გადაწყვეტილება არ არსებობს ადამიანებს დამნაშავეებად ვერ გამოაცხადებ, მაგრამ სახეზეა სისტემური დანაშაული. ეს ნიშნავს, როგორც ჩანს, ეს აპრობირებული მეთოდი იყო ამ ტიპის სამუშაოების ჩატარების, შემოწმების [დროს]. როგორც ჩანს, პირველად არ აღმოჩნდა, რომ ადამიანები არ ამოწმებდნენ ჩატარებული სამუშოების საკითხს. შემდგომ ამას აყალბებდნენ, მერე გაყალბებულს სხვები ეთანხმებოდნენ და როგორც ხედავთ, ჩართულია 9 ადამიანი ამ ეტაპზე და კიდევ გამოაცხადეს, რომ, შესაძლოა, გაფართოვდეს პირთა რიცხვი. [...]

ეს არის სწორედ ისეთი მაგალითი, როცა ყველა იმ ადამიანმა, რომელსაც ევალება ამ სისტემის გამართული მუშაობა და უნდა გამორიცხოს ის რისკები, რომელიც დაკავშირებულია არასათანადოდ თავიანთი პასუხისმგებლობის და სამუშაოების შესრულებაზე, ამ ადამიანებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, ვინც სისტემის მუშაობაზეა პასუხისმგებელი. მათ უნდა აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და არა მხოლოდ იმ ადამიანებმა, ვისაც ედავებიან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას. [...]

აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ქართული ოცნების წარმომადგენელი იქნება, მერიის, ლელოს ხელმძღვანელი იქნება, ნებისმიერი სხვა პარტიის — სტანდარტი უნდა იყოს ერთი ყველასთვის, ვისაც გვაღელვებს ამ ქვეყნის ბედ-იღბალი და ის უბედურება, რაც ყველას შეგვემთხვა. იმ ბავშვის გარდაცვალება და დაღუპვა არის ჩვენგანის უბედურება. შესაბამისად, თუ არ იქნა სათანადო ნაბიჯები გადადგმული, იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სისტემის გამართულ მუშაობაზე და ამ სისტემაში ამდენი გაყალბება ხდება, მაშინ რაღა აზრი აქვს ასეთი პოლიტიკოსის საქმიანობას საერთოდ? მაშინ რაღა არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა?!

ასე ეხმაურება TV პირველის ეთერში ლელოს ლიდერი შსს-ს განცახდებას ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე, რომლის ფარგლებშიც 9 პირი დააკავეს. მათ შორის მერიის თანამშრომელი, გრინსერვისის დირექტორი და მუშები.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…